ანგელა მერკელი: ევროკავშირის შიგნით არსებული უთანხმოებები დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს

Read Time:30 Second

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის შიგნით არსებული უთანხმოებები დიალოგით და არა სასამართლოს გადაწყვეტილებებით უნდა გადაწყდეს.

7 ოქტომბერს, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის კონსტიტუციის ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესობა დაადასტურა. საკონსტიტუციო სასამართლომ თავის განჩინებაში ასევე განაცხადა, რომ ის უფლებამოსილია არა მხოლოდ ევროკავშირის კანონის კონსტიტუციურობა, არამედ ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობაც შეამოწმოს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ევროკავშირის კანონის უზენაესობა უზრუნველყოს.

„ჩვენ ყველანი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულნი ვართ კომპრომისი ვიპოვოთ, ჩვენი პრინციპების დათმობის გარეშე“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ანგელა მერკელის თქმით, პოლონეთის მთავრობასთან სიღრმისეული საუბარია სჭირო იმაზე, თუ როგორ უნდა გადალახონ პრობლემები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ხელაშვილი: სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოდესმე შერიგება დააპიროს, ესაა მხოლოდ ტაქტიკური სვლა რომ თავი კონსტრუქციულ ძალად წარმოაჩინოს
Next post „20 დღე მშიერ-მწყურვალი იყო, საკვებსაც არ აძლევდნენ, როცა სხვა პატიმარმა გაუნაწილა საკვები, ბადრაგმა პირიდან გადმოაყრევინა“ – სულხან მოლაშვილის მეუღლე