გიორგი ხელაშვილი: სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოდესმე შერიგება დააპიროს, ესაა მხოლოდ ტაქტიკური სვლა რომ თავი კონსტრუქციულ ძალად წარმოაჩინოს

Read Time:21 Second

სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოდესმე შერიგება დააპიროს, – ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა განუცხადა.

„ესაა მხოლოდ ტაქტიკური სვლა იმისთვის, რომ თავი კონსტრუქციულ ძალად წარმოაჩინონ. მაგრამ ბუნებრივია მოსახლეობას ამის დიდი ხანია აღარ სჯერა. სიძულვილის ენის გარეშე მათ ძალიან უჭირთ რამე საკითხზე საკუთარი მომხრეების კონცენტრირება. ვინაიდან რამე კონსტრუქციული, აზრიანი, ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებული დიდი ხანია მათგან არ მოგვისმენია“, – განაცხადა ხელაშვილმა.

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, გუშინ, თავისუფლების მოედანზე, ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია შომახიას, რომლის ცოლ-შვილი ბათუმში მომხდარი ნგრევისას დაიღუპა, ტურისტმა მიუსამძიმრა
Next post ანგელა მერკელი: ევროკავშირის შიგნით არსებული უთანხმოებები დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს