ანასტასია დოლაბერიძე-ერთი უჩინარი კაცი ქველმოქმედებაში დიდ თანხებს ხარჯავდა,ის კი არ ვიცოდით,მართლა არსებოდბა,თუ არა იჯდა თავისთვის ჩრდილში და ქვეყანას გვერდში ედგა

Read Time:1 Minute, 7 Second
,,ხუთი წლისა ფეხშიშველი ბატებს მწყემსავდა, ოჯახს ეხმარებოდა. ერთი სათამაშოც არ ჰქონია, ველოსიპედი ძალიან სდომებია.დედას უთქვამს,კაკალს გავყიდი და გიყიდიო. მთელი გულით აგროვებდნენ, მაგრამ თანხა მაინც არ ეყოთ….
მერვე კლასში ექსკურსიისთვის 10 მანეთი ყოფილა საჭირო. ეს რომ გაუგია,თანატოლებისგან შორს დამდგარა.დირექტორის კითხვაზე,რა მოხდაო უპასუხია-ვერ წამოვალ მასწავლებელოო.მიზეზი არ უთქვამს.იქნებ,10 მანეთი დედას როგორმე ეშოვნა კიდეც,მაგრამ ოჯახს ლუკმა ვერ მოაკლო.მისი ექსკურსიის თანხა დირექტორს ჩუმად დაუდია.წლების შემდეგ სხვისი გაწვდილი ხელი არ დავიწყებია,როგორც ამბობენ მამამისზე ნაკლები პატივი არ მიუგია.ცოცხალსაც ეპატრონა და მიცვალებულსაცო.იმასაც ამბობენ,დირექტორის შვილს მინისტრის ხელფასს უხდიდაო))).ნაყინს ვერ ყიდულობდა და ერთი კეთილი კაცი ხშირად ჩუქნიდაო.არც ეს კაცი დაავიწყდა,მასაც ცხოვრება მოუწყოო…მთელ სოფელს მოგვხედაო,არავის არაფერი გვაკლიაო….მისი ნაყიდი სათამაშოები დიდი მანქანით სახლში რომ მიუტანეს,მძღოლი უხვად დაასაჩუქრა,შენ არც კი იცი ჩემი შვილები როგორ გააბედნიერეო.(თვითონ იცოდა!)ძმის შვილი რომ შეძენია,მატარებლით ჩასულა და ველოსიპედი ჩაუტანია….
წლების შემდეგ ლეგენდები დადიოდა,ბიძინამ სამება ააშენა,ბიძინამ ოპერა გაარემონტა,ასზე მეტი ეკლესია დანგრევას გადაარჩინა,ვიღაცის სიცოცხლე იხსნა,…….მოკლედ,ერთი უჩინარი კაცი ქველმოქმედებაში დიდ თანხებს ხარჯავდა,ის კი არ ვიცოდით,მართლა არსებოდბა,თუ არა.
იჯდა თავისთვის ჩრდილში და ქვეყანას გვერდში ედგა.
მერე,ყველამ იცით რაც მოხდა,როგორც გინდათ ისე გაიგეთ,მაგრამ 2012-ში რომ არა ბიძინა ახლა რამდენის საფლავზე მექნებოდა ცრემლი დაღვრილი.ვინ,იცის იქნებ,სატირლადაც ვერ მოვსულიყავი და მეც საიქიოში შეგხვედროდით”-წერს ანასტასია დოლაბერიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს
Next post იენს სტოლტენბერგი: ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეული ქვეყნის უფლებას, თავად აირჩიოს თავისი ალიანსები – ნატოს კარი ღია რჩება