ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ინგა გრიგოლიას-რატომ მაშინ არ ჰქონია პრობლემა ღარიბაშვილთან, როცა მისი შვილი, სიძე და სიძის მამა სწორედ პრემიერთან იყვნენ დასაქმებულები საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე და „თბილად“ ცხოვრობდნენ

Read Time:41 Second
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“უმადურობამ და ვერცხლისმოყვარეობამ, გამორჩეული და დაფასებული მოციქული მოღალატე იუდად გახადა თავის დროზე. რადგან ინგა გრიგოლიამ უკადრებელი იკადრა პრემიერმინისტრზე და უბრალოდ აღარ დატოვა სივრცე ამ თემაზე წაყრუების, ამიტომ ყველაფერი ღიად უნდა ითქვას.
რატომღაც მაშინ არ ჰქონია პრობლემა ღარიბაშვილთან, როცა მისი შვილი, სიძე და სიძის მამა სწორედ პრემიერთან იყვნენ დასაქმებულები საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე და „თბილად“ ცხოვრობდნენ. არც წარსული დავიწყებია ვინმეს, ძალიან გასაგები მიზეზების გამო – კიდევ ერთ მედროვეს, თარგამაძეს რომ მიეკედლა და ხალხს დაუჯერებელი დაპირებებით ატყუებდა.
თუ ფიქრობს, რომ არავინ არაფერი იცის, ძალიან ცდება. მოვა დრო, რომ ტვ პირველზეც აღარ იმუშავებს და მერე ნუ გაუკვირდება, თუ მისი „საყვარელი კოლეგებიც“ წამოაძახებენ მის საგმირო საქმეებს! წაღებით ვერავინ ვერაფერს წაიღებს აქედან საიქიოში, დატოვებით კი მხოლოდ სახელს და ნათელ მოგონებას თუ დატოვებ. მაგრამ ზოგიერთი ვერც წაღებას რომ ვერ ახერხებს და ვერც დატოვებას!” – წერს ქართველიშვილი

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რეზო სოხაძე: მუნიციპალიტეტის ქონების მითვისება არის კერძო საკუთრების მითვისება – ქურდობა
Next post ვლადიმირ ზელენსკიმ სერგეი ლავროვის მიერ რუსეთში მის მიწვევას ცინიზმი უწოდა