ამირან გამყრელიძის განცხადებით, რესტორნებიდან დაავადების გავრცელების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

Read Time:23 Second

ჯერჯერობით შემთხვევა, რომ რესტორნებიდან დაავადება გავრცელებულიყო, არ გვქონია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„ხაზგასმით მინდა ვთქვა – არ უნდა მოვეშვათ! დიდი ყურადღება გვმართებს. აუცილებელია რეგულაციების დაცვა და ვიცი, რომ არსებული რეგულაციების დაცვა რესტორნებში საკმაოდ კარგად ხდება, რაც ძალიან კარგია, ამიტომ იქ ინფექციის შიდა გავრცელების რისკის ალბათობა შედარებით შემცირებულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში 8 ივნისიდან რესტორნები გაიხსნა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1137 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 922 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ეს იმ სკოლაში ხდება, სადაც საერთო ჯამში 65 000 ლარზე მეტი გვაქვს გადახდილი“ – მოსწავლის მშობლის წერილი
Next post ირაკლი ქადაგიშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ფაქტობრივად ყველა პოლიტიკურ პარტიას და ძალას საშუალება ჰქონდა, პოლიტიკურ ველზე თავისი ადგილი მოეძებნა