ირაკლი ქადაგიშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ფაქტობრივად ყველა პოლიტიკურ პარტიას და ძალას საშუალება ჰქონდა, პოლიტიკურ ველზე თავისი ადგილი მოეძებნა

Read Time:42 Second

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ფაქტობრივად ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ ძალას საშუალება ჰქონდა თავისი ადგილი და განვითარება მოეძებნა პოლიტიკურ ველზე, – ამის შესახებ თელავი-ყვარელი-ახმეტა-ლაგოდეხის ოლქში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს არ აღმოაჩნდა ის იდეურ-პოლიტიკური რესურსი, რა რესურსის გარშემო ისინი შეიძლება გაერთიანებულიყვნენ და ამის გარშემო მოეხდინათ თავიანთი ძალების კონსოლიდაცია და როგორც ალტერნატივა არსებული ხელისუფლებისა, ისე წარმდგარიყვნენ.

მათი პოლიტიკური ნიშანი საბოლოო ჯამში იყო დაქსაქსული, მათი მიზანი იყო პიროვნულად ნებისმიერი ხერხით, რევანშისტური გზით მოხვედრილიყვნენ პარლამენტში, ხელისუფლებაში, მაგრამ მხოლოდ რევანში არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლება, რომელიც თანმიმდევრულად მუშაობდა, ნელ-ნელა აძლიერებდა თავის პოზიციებს, პასუხობდა უფრო ზუსტად, სწრაფად, უფრო კონკრეტულად ქვეყნის, საზოგადოებისა და მოქალაქის ინტერესებს, დღეს უფრო მომგებიან პოლიტიკურ ვითარებაშია და რა თქმა უნდა ეს არავის ბრალი არაა, ეს არის სწორედ იმ მუშაობის შედეგი, რა მუშაობასაც ხელისუფლება წლების განმავლობაში თანმიმდევრულად ახერხებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძის განცხადებით, რესტორნებიდან დაავადების გავრცელების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
Next post ამერიკული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მრჩეველს კორონავირუსი დაუდასტურდა