ამირან გამყრელიძე – სექტემბერში თუ შევძელით და ავედით 80-90 ათას აცრაზე, დარწმუნებული იყავით, ეპიდსიტუაციას სერიოზულად გადავტეხთ წელში

Read Time:39 Second

აგვისტოში სერიოზულად გაზრდილია აცრების რაოდენობა, ივლისთან შედარებით სამჯერ. დღიური მაჩვენებელი დღეს გვაქვს 22 000, ოდნავ მეტი აგვისტოში და ბოლო ერთ კვირაში გვაქვს 24 000-ზე მეტი, რაც ბევრად მეტია, ვიდრე წინა თვეებში იყო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემას დღიურად 40 ათასი ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა აქვს.

„რაც მალე შევქმნით იმუნიტეტს, მით მეტად ვიქნებით დაცული. აგვისტოში ჩვენ ველოდებით, რომ საერთო აცრათა რაოდენობა გვექნება 60 0000-65 0000. სექტემბერში თუ შევძელით და ავედით 80 0000-90 0000 და, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება მილიონი აცრა, ოქტომბერშიც დაახლოებით ამდენი, დარწმუნებული იყავით, ეპიდსიტუაციას სერიოზულად გადავტეხთ წელში და დავასტაბილიზებთ ისე რომ, შემდგომ თანდათან გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე, მხედველობაში მაქვს მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა. ეს გარკვეულად იქნება იმის წინაპირობა, რომ ახალ წელს ქვეყანა შედარებით მშვიდად შეხვდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 10 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო-უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა 32%-ით არის გაზრდილი