ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო-უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა 32%-ით არის გაზრდილი

Read Time:52 Second

საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა 32%-ით არის გაზრდილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგა, დენის შმიგალთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„მიმოვიხილეთ ჩვენს მთავრობებს შორს არსებული ურთიერთობების საკითხები. უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენ ბრწყინვალე თანამშრომლობა გვაქვს. ჩემთან ერთად იმყოფება თავდაცვის მინისტრი. ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ამ სფეროშიც, ქართველი სამხედროები მონაწილეობენ ერთობლივ წვრთნებში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, უკრაინელებთან ერთად, ასევე უკრაინელი სამხედროები მონაწილეობენ საქართველოში არაერთ წვრთნაში, რაც ძალიან სასიხარულოა.

რაც შეეხება ეკონომიკასა და ვაჭრობას, როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 32%-ით არის გაზრდილი. ასევე, მინდა აღვნიშნო ტურიზმის თაობაზე, წელს უკრაინელი ვიზიტორების რაოდენობა 70%-ით არის გაზრდილი. ჩვენ განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომელიც ერთობლივად უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ კოვიდ 19-ის სერთიფიკატების გაცვლა წარმატებით დასრულდა. ვფიქრობთ, ეს კიდევ უფრო გაამარტივებს როგორც ჩვენი მოქალაქეების ვიზიტებს უკრაინაში, ასევე უკრაინელების ვიზიტს საქართველოში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას კოლეგას მასპინძლობისთვის, ძალიან მიხარია, რომ კიევში ვიმყოფები. ეს ჩემი პირველი ვიზიტია თქვენს ქვეყანაში . მჯერა, რომ კიდევ გვექნება წარმატებული ვიზიტები როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე – სექტემბერში თუ შევძელით და ავედით 80-90 ათას აცრაზე, დარწმუნებული იყავით, ეპიდსიტუაციას სერიოზულად გადავტეხთ წელში
Next post მეუფე შიო: მსოფლიო მძიმე განსაცდელს გადის, ყოველგვარ განსაცდელში გვერდით იმყოფება იესო ქრისტე და გვეუბნება, „ნუ გეშინიათ, მხნედ იყავით, მე თქვენთან ვარ“