ამერიკაში მცხოვრები თამარ თორაძე დონალდ ტრამპს, სენატორ რიშს და სენატორ შაჰინს მიმართავს – გიორგი რურუა ცივსისხლიანი მკვლელია

Read Time:31 Second
 ამერიკის შეერთებულ შტატების მოქალაქე თამარ თორაძე ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და სენატორ ჯიმ შაჰინს მიმართა. როგორც თორაძე სოციალურ ქსელ ,,ტვიტერზე“ წერს, გიორგი რურუა არა მედიამფლობელი, არამედ ცივსისხლიანი მკვლელია. ,, გიორგი რურუა არ არის მედიამფლობელი და პოლიტიკური პატიმარი, იგი ცივსისხლიანი მკვლელია“,- წერს თამთა თორაძე. რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე თამარ თორაძემ სენატორ ჯიმ რიშს ღია წერილით მიმართა, სადაც იგი სენატორს დეტალურად უყვება როგორ ამოხოცა გიორგი რურუამ თორაძეების ოჯახი და აღნიშნავს, რომ პოლიტპატიმრად ნაგულისხმები გიორგი რურუა კრიმინალურ დაჯგუფებას, თბილისში „ბოროტების საძმოდ“ შერაცხული ბანდას მეთაურობდა. თორაძე იმედს და რწმენას გამოთქვამს, რომ ქართული მართლმსაჯულება და ამერიკელი მეგობრები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სამართალი მისი გაუბედურებული ოჯახის კარამდეც მოვიდეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ნიკოლეიშვილი: პრეზიდენტის ბრიფინგის მერე , ბიკერიას ისე ჩამოსტიროდა ცხვირ-პირი, რომ, მგონი, მართლა სწორი გადაწყვეტილება მიიღო
Next post პაატა იმნაძე: ბოლნისი არის მინიმოდელი, თუ რა მოხდებოდა საქართველოში, მოსახლეობის ნაწილს რომ არ დაეჯერებინა კორონავირუსის არსებობა