ალეკო ელისაშვილი საპატრულო პოლიციის უფროსს – პატარა ბავშვებს წყალს რომ ასხამთ, ეს არის წესრიგის დაცვა?

Read Time:48 Second

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები იმყოფებიან, „სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერ ალეკო ელისაშვილსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. ვაჟა სირაძემ ელისაშვილს განუცხადა, რომ პოლიცია წესრიგს იცავს.

„ეს არის წესრიგის დაცვა, პატარა ბავშვებს წყალს რომ ასხამთ? ნაცისტები და ესესელები ხომ არ ხართ, რომ ასე ექცევით ხალხს?”, – მიმართა ელისაშვილმა სირაძეს.

ამასთან, როგორც ალეკო ელისაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” აღნიშნა, სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას აპირებენ.

„ეს ხელისუფლება თანდათან აჩენს მის სახეს. ღამის 5 საათზე ხალხს რატომ უნდა მიასხა წყალი? რა შეაფერხეს? მოძრაობას აფერხებდნენ, პარლამენტში შეჭრას აპირებდნენ? შეშა რატომ უნდა წაართვა ღამე ქუჩაში მდგომ ხალხს? ასეთ ხელისუფლებას დარჩენის უფლება არ აქვს.პროტესტი გაგრძელდება. 42 წლის ვხდები და პირველად მესმის ქუჩაში მოთხოვნა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. გადადექი და გაიქეცი და გამოგეკიდები კი არა, პროპორციული არჩევნების მოთხოვნაა. საზოგადოება როგორი გაზრდილია, ალბათ ხალხი გაოგნებულია მთელ მსოფლიოში, როგორი ცივილური მოთხოვნა გვაქვს, ესენი კიდევ გამოქვაბულში არიან ჩარჩენილები“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქმის ყველა პერიმეტრზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ყვითელი ავტობუსებითა და სამართალდამცავების მეშვეობით, ჩახერგილია ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ვოლსკი – ჩემი და ჩემი კოლეგების უხერხულობა ძალიან მიზერულია იმასთან შედარებით, რომელიც სახელმწიფოს შეექმნება, თუ პარლამენტი საქმიანობას არ გააგრძელებს
Next post არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას საპარლამენტო ფორმატში დაბრუნებისკენ მოუწოდებს