გია ვოლსკი – ჩემი და ჩემი კოლეგების უხერხულობა ძალიან მიზერულია იმასთან შედარებით, რომელიც სახელმწიფოს შეექმნება, თუ პარლამენტი საქმიანობას არ გააგრძელებს

Read Time:50 Second

ჩემი და ჩემი კოლეგების უხერხულობა ძალიან მიზერულია იმასთან შედარებით, რომელიც სახელმწიფოს შეექმნება, თუ პარლამენტი საქმიანობას არ გააგრძელებს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

როგორც ვოლსკი აცხადებს, უხერხულობას უქმნის ის, რომ პარლამენტის მუშაობა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ყველამ უნდა დაიცვას კანონი.

„ნებისმიერი საკითხი უნდა განვიხილოთ კანონის ჭრილში. ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი, ვინც კომფორტს გრძნობს შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ არსებობს კონსტიტუცია, რომელსაც არ შეესაბამება გერმანული მოდელი. თუმცა ნებისმიერი მოდელის შემთხვევაში, არ მგონია, „ნაციონალურ მოძრაობას“ რამე წარმატება ჰქონდეს.

ვფიქრობ, მათი მთავარი ამოცანაა იმ რევოლუციური სცენარის განვითარება, რომელიც სააკაშვილმა შემოგვთავაზა ჯერ კიდევ 2014 წელს და დღეს ფიქრობენ, რომ ამისთვის საუკეთესო მომენტია. ვფიქრობ, კანონს არ უნდა გავცდეთ არც ისინი და არც ჩვენ“,-აღნიშნა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, პიკეტირება დანაშაულია, მითუმეტეს ეს დანაშაული ემოციითაა გამოწვეული და ამავე დროს, ორგანიზებულია ტრადიციული ჯგუფის მიერ და მიმართულია სახელმწიფოს გაჩერებისკენ.

„რასაკვირველია, იმოქმედებდა პოლიცია“, – აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, პარლამენტში დეპუტატები პარლამენტის ყველა შესასვლელთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან განლაგებულები. ისინი იმყოფებიან როგორც ჩიტაძის, ასევე ჭიჭინაძის ქუჩაზე. სწორედ სამართალდამცავების კონტროლის მეშვეობით უწევთ დეპუტატებს პარლამენტში შესვლა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე – მმართველი გუნდი ქაოტურ სიტუაციას არ დაუშვებს  
Next post ალეკო ელისაშვილი საპატრულო პოლიციის უფროსს – პატარა ბავშვებს წყალს რომ ასხამთ, ეს არის წესრიგის დაცვა?