არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას საპარლამენტო ფორმატში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

Read Time:58 Second

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე  ოპოზიციას საპარლამენტო ფორმატში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პარლამენტში არსებობს ფორმატები და მზადყოფნა, აზრის დასაფიქსირებლად.

„მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, დაუბრუნდნენ საპარლამენო ფორმატებს, ის რაც აქვთ სათქმელი, არუგმენტები, თქვან ნებისმიერი პოლიტიკური ფორმატით, იქნება ეს პლენარული თუ საკომიტეტო განხილვები, წარმოადგინონ, დაუპირისპირონ სხვა არგუმენტებს. ამისთვის პარლამენტში არსებობს მზადყოფნა და ამისთვისაა პარლამენტი და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტი გააგრძელებს თავის საქმიანობას იმისთვის, რათა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილები იქნას მიღებული.

„გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება, ეხება პენსიონერებს, ექიმებს, ჯარისკაცებს, შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს და ინფრასტრუქტურას რეგიონებსა თუ დედაქალაქში – ეს ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი პარლამენტის და მთავრობის მხრიდან. პარლამენტს აქვს მისაღები 2020 წლის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენი ძალიან ბევრი თანამოქალაქის, მთელი ქვეყნის ინტერესებშია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კანონმდებლობის ფარგლებში, ვისაც სურს გამოხატოს პროტესტი, ეს უფლება იქნება დაცული და მეორე მხრივ იმ მოქალაქეების ინტერესებიც, ვინც ელოდება, რომ ქვეყანა აგრძელებს ნორმალურ ფუნქციონირებას, იქნება ასევე განუხრელად დაცული. ეს არის პოლიტიკა, ეს არის პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკოსებმა უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ ამ პოლიტიკური პროცესით არ დაზარალდნენ უბრალო მოქალაქეები. არ დაზარალდნენ ის ადამიანები, ვისაც აქვს მოლოდინი, რომ პოლტიკური პროცესი იქნება პარლამენტში,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი საპატრულო პოლიციის უფროსს – პატარა ბავშვებს წყალს რომ ასხამთ, ეს არის წესრიგის დაცვა?
Next post დავით ბაქრაძე – თუ ხელისუფლება დეკემბრის ბოლომდე ე.წ. გერმანულ მოდელს დათანხმდება, აქციები შეწყდება