ალეკო ელისაშვილი „ოცნებაზე“: 11 წელია იძახიან, რომ არ უნდა დაბრუნდეს ენმ და უკვე ისეთი თაობა გაიზარდა, რომ არავინ იცის ეს ენმ რას სჩადიოდა

Read Time:1 Minute, 36 Second

„ქართული ოცნება“ დღეს ამოიწურა. არანაირი შინაარსი არ აქვს. აი, რისთვის არიან ხელისუფლებაში ?! 11 წელია იძახიან, რომ არ უნდა დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“ და უკვე ისეთი თაობა გაიზარდა, რომ არავინ იცის ეს „ნაციონალური მოძრაობა“ რას სჩადიოდა. სააკაშვილი იციან, რომ ციხეში გამომწყვდეული კაცია და მეტი არაფერი – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ძალაუფლების განმტკიცება უნდა „ქართულ ოცნებას“ აქ, რადგან „ქართულ ოცნებას“ გულწრფელი მხარდამჭერები აღარ ჰყავს. ან ჰყავს ტენდერებით და კორუფციით მიბმული ხალხი და ან უნდა განამტკიცოს ძალაუფლების ინსტრუმენტები, იმიტომ, რომ აბსოლუტურად უშინაარსო და გამოფიტული გახდა „ქართული ოცნება“. შესაბამისად, ასეთ მდგომარეობაში მყოფი რეჟიმები იწყებენ სასამართლოს ჩაგდებას ხელში და მოკლედ ავტოკრატიისაკენ მიდიან.

ბუნებრივი მოკავშირე ასეთი რეჟიმების, მთელს მსოფლიოში, არის რუსეთი. როცა იანუკოვიჩი წავიდა ძალაუფლების შენარჩუნებაზე, ვინ იყო მისი მოკავშირე ? – იყო რუსეთი. ბელარუსში, როდესაც ოპოზოიცია გაანადგურა, დაიჭირა, ნახევარი ბელარუსი ან გაიქცა და ან ჩაყარა ციხეში, ვინ გახდა მისი მოკავშირე და ახლა მისი მოკავშირე კი არა ყურმოჭრილი ყმაა? – ახლა აბსოლუტურად ჯიბეში ჩაისვა პუტინმა, ფინიასავით დაჰყავს. მით უფრო პირდაპირ საზღვარი გვაქვს, პირდაპირ შემოსულია, უზარმაზარი გავლენები აქვს, პირდაპირ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, ხელისუფლებაში რამდენი მისი აგენტია და რამდენი გავლენის აგენტია სინამდვილეში, ღმერთმა უწყის. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ბუნებრივი მოკავშირე ახლა არის რუსეთი, ამიტომ ემთხვევა მათი რიტორიკა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ უკვე დავალებებს იღებენ პირდაპირ, წაეშალათ ეს ზღვარი, გაექცათ ეს ზღვარი და ის წითელი ხაზი გადალახეს. აქამდე რაღაცას ილანძღებოდნენ, საოცრებებს ლაპარაკობდნენ, მაგრამ ზღვარს არ გაცდენილა, ეს კანონი იყო წითელი ხაზის გადაკვეთა, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ამოიწურა. არანაირი შინაარსი არ აქვს. აი, რისთვის არიან ხელისუფლებაში ?! 11 წელია იძახდნენ, რომ არ უნდა დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“ და უკვე ისეთი თაობა გაიზარდა, რომ არავინ არ იცის ეს „ნაციონალური მოძრაობა“ რას შვრებოდა, რას სჩადიოდა. სააკაშვილი იციან, რომ ციხეში გამომწყვდეული კაცია და მეტი არაფერი. ერთი ხედავენ, რომ „ქართული ოცნება“ 11 წელია იწყევლება, იწყევლება და მეტს არაფერს არ აკეთებს. რიკოთი არის ჩაკეტილი, ხიდი ააშენეს წყალმა წაიღო და თან გამოდიან და გეუბნებიან, რომ რა მაგარია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ჩრდილკოეთ კორეა ძალიან შორს არის, თორემ ორი მოკავშირე ეყოლებოდა, კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოგა ხაინდრავა: ჩვენო გულმხურვალე პარტნიორებო! ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ, რომ გარდაიცვალა ამერიკული დემოკრატია, ვგლოვობთ თქვენთან ერთად შალიკოს ფანჩატურიდან!
Next post ლევან იოსელიანი – კონსილიუმის წევრები ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სხვა გარემოში, მათ შორის, ქვეყნის გარეთ მკურნალობა შეიძლება, იყოს სიტუაციიდან გამოსავალი