გოგა ხაინდრავა: ჩვენო გულმხურვალე პარტნიორებო! ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ, რომ გარდაიცვალა ამერიკული დემოკრატია, ვგლოვობთ თქვენთან ერთად შალიკოს ფანჩატურიდან!

Read Time:25 Second

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება.

„ჩვენო გულმხურვალე პარტნიორებო! ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ, რომ 2023 წლის 4 აპრილს, ნიუ-იორკის შტატის, ნიუ-იორკ სიტის საოლქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა პალატაში, მრავალი სენით დაავადებული, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, „ტრამპომანიის“ დიაგნოზით, ტრაგიკულად გარდაიცვალა ამერიკული დემოკრატია.

ბატონებს – ჯო ბაიდენს, იან კელის და ადამ კინზინგერს. ქალბატონებს – ნენსი პელოსის, ჯინ შახინს და კელი დეგნანს! გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი! ვგლოვობთ თქვენთან ერთად! ქედმოხრილი ქართველი უკუღმა მედასავლეთეები, შალიკოს ფანჩატურიდან. ქ.თბილისი. საქართველო. 4 აპრილი 2023 წელი“, – წერს ხაინდრავა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
100 %

Comments

კომენტარები

Previous post დათი ქოქრაშვილი სკოლას დაუბრუნდა და ახლა გეგმები პარასპორტში აქვს
Next post ალეკო ელისაშვილი „ოცნებაზე“: 11 წელია იძახიან, რომ არ უნდა დაბრუნდეს ენმ და უკვე ისეთი თაობა გაიზარდა, რომ არავინ იცის ეს ენმ რას სჩადიოდა