ლევან იოსელიანი – კონსილიუმის წევრები ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სხვა გარემოში, მათ შორის, ქვეყნის გარეთ მკურნალობა შეიძლება, იყოს სიტუაციიდან გამოსავალი

Read Time:56 Second

მე ვერ შევალ კონსილიუმის კომპეტენციაში და ვერ ვისაუბრებ დასკვნის შინაარსის მართებულობაზე, ან უმართებულობაზე, – ასე უპასუხა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის შეკითხვას, აქვს თუ არა ვალდებულება კონსილიუმს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნაში მიუთითოს ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზები, რათა დადგინდეს ამაზე პასუხისმგებლობის საკითხი.

„ერთი რამ ცხადია, რომ დასკვნის მიხედვით, ამ ადამიანის მდგომარეობა არის გაუარესებული. მას აქვს დაკლებული წონა და თუ წონის კლება გაგრძელდა, შეიძლება, დადგეს ძალიან ცუდი შედეგი. რა არის წონის დაკლების მიზეზი, ჭამა, არჭამა, თუ როგორ არის, ეს მედიცინის სფეროა და მათ უნდა გასცენ პასუხი ამ კითხვებზე. ჩვენ, ჩვენს ინსტიტუციას რაც შეგვიძლია, ყველანაირად ვეხმარებით ექიმებს, რომ მათ თავიანთი ფუნქცია შეასრულონ. ასევე ვეხმარებით „ვივამედის“ კლინიკასაც, თუ რამე სჭირდებათ ჩვენგან, ყოველთვის მზად ვართ, მივაწოდოთ. სააკაშვილს როცა შევხვდი, მას ჩემთვის არ უთქვამს, რომ ექიმების მხრიდან ის განიცდის არასათანადო მოპყრობას. ამის იქით რა არის მისი მდგომარეობის ამდაგვარი გაუარესების მიზეზი, არის სამედიცინო ნაწილი, რომელზეც ალბათ, კონსილიუმის წევრები უნდა მოიწვიოთ და მათ ჰკითხოთ“, – განაცხადა იოსელიანმა.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა არის მისი, როგორც სახალხო დამცველის რეკომენდაცია ხელისუფლების მიმართ, რათა თავიდან იყოს არიდებული ის შედეგი, რაზეც კონსილიუმი საუბრობს, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით კონსილიუმს თვითონვე უწერია რეკომენდაციები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი „ოცნებაზე“: 11 წელია იძახიან, რომ არ უნდა დაბრუნდეს ენმ და უკვე ისეთი თაობა გაიზარდა, რომ არავინ იცის ეს ენმ რას სჩადიოდა
Next post ირაკლი ჩიქოვანი: ახლა მთავარია სააკაშვილს ყველამ ურჩიოს, რომ შეწყვიტოს თვითდესტრუქცია