პარასკევი, მაისი 1, 2026

აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ევროპარლამენტთან ურთიერთობა შეწყვიტა

აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ევროპარლამენტთან ურთიერთობა შეწყვიტა, დაიწყება „ევრონესტში“ წევრობის შეწყვეტის პროცედურაც.

როგორც შესაბამის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისი, უცხო ქვეყნების პარლამენტებთან და საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში ხელმძღვანელობს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მიზნით და ხელს უწყობს ღია, გულწრფელ და კონსტრუქციულ დიალოგს, რომელიც დაფუძნებულია საპარლამენტო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებზე. ევროპარლამენტის დესტრუქციული პოზიცია კი, უარყოფს აღნიშნულ პრინციპებს და ამ ინსტიტუტთან  თანამშრომლობის ურთიერთობების განვითარების მთავარ დაბრკოლებად იქცა.

„ევროპარლამენტის საქმიანობის არსი საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, სამართლიანობის კონცეფციის კატეგორიული უარყოფაა. ეს ინსტიტუტი განუწყვეტლივ უგულებელყოფს სომხეთის მიერ ჩვენი მიწების 30-წლიან ოკუპაციას, ჩვენი ასობით ქალაქისა და სოფლის, ისტორიული, რელიგიური და კულტურული ძეგლის განადგურებას, ეთნიკურ წმენდას და მილიონზე მეტი ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის ადამიანის უფლებებს. ევროპარლამენტთან თანამშრომლობისთვის განკუთვნილი პლატფორმები – ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი და „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეა, ზეწოლის, შანტაჟისა და ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის ინსტრუმენტად იქცა“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე ცნობილი ხდება, რომ დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ევროკავშირის ელჩი მარიანა კუიუნჯიჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მკაცრად დაგმეს ევროპარლამენტის მიერ 30 აპრილს აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციაში შემავალი უსაფუძვლო და მიკერძოებული დებულებები და ამასთან დაკავშირებით მეორე მხარეს პროტესტის ნოტა გადაეცა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნაზე: დოკუმენტს, უნდა ჰქონდეს ისეთი შინაარსი, რომ შექმნას არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ საფუძველი, რომ ფასების რეგულირება ნამდვილად მოხდება

„კონკრეტიკა ნაკლებად ჩანს - ზოგადად წერია, რომ ჯანსაღი კონკურენცია უნდა დაარეგულიროს სააგენტომ, მაგრამ როგორ მოხდება - ეს უკვე დეტალებია და სწორედ ეს დეტალები არ ჩანს,“ -  ასე აფასებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნას.გურამ მაჭარაშვილის თქმით, ზოგადი ხასიათის მიგნებები, არ იქნება საკმარისი და შესაბამისად კონკრეტიკის დეფიციტი გამოიწვევს იმას, რომ რეალურ შედეგს ვერ მივიღებთ, რადგან არ გვეცოდინება, ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი.„ის, რომ ბაზარი არეგულირებს ფასებს, გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ბაზარზე არსებობს გარკვეული ტიპის მონოპოლია. ვეთანხმები კოლეგებს, რომ ძალიან მოკლე პერიოდი გვქონდა ამ დასკვნის შესასწავლად, მინიმუმ 2-3 დღე მაინც რომ გვქონოდა, შესაძლოა პირველადი დასკვნები გამოგვეტანა. თუმცა, რაც წავიკითხეთ, არავინ ამბობს, რომ არ ვარგა დოკუმენტი, კარგი ნაშრომია, მაგრამ ეს აქტი ხომ პარლამენტის მიერ არის მისაღები, და ამ აქტით, თუ კონკრეტულად არ ვუთხრით მთავრობას, საქვეუწყებო დაწესებულებებს ან სხვა შესაბამის ორგანოებს, რა ნაბიჯებია გადასადგმელი, მხოლოდ ზოგადი ხასიათის მიგნებები, რაც სწორად წერია ამ დასკვნაში, არ იქნება საკმარისი.შემდგომ, ჩვენ, როგორც პარლამენტარებს, გაგვიჭირდება გავაკონტროლოთ მთავრობის რომელიმე უწყება და მოვთხოვოთ, გადადგეს თუ არა კონკრეტული ნაბიჯები. ამ მიმართულებით კონკრეტიკა ნაკლებად ჩანს - ზოგადად წერია, რომ ჯანსაღი კონკურენცია უნდა დაარეგულიროს სააგენტომ, მაგრამ როგორ მოხდება - ეს უკვე დეტალებია, და სწორედ ეს დეტალები არ ჩანს. ამიტომაც მარტივად გვერდის ავლა შეუძლია აღმასრულებელ ხელისუფლებას და შეიძლება არც შეასრულოს კონკრეტული ქმედებები. ჩვენი პოზიცია ესაა: რეალურად ფასების რეგულირება უნდა მოხდეს - ამას ელოდება საზოგადოება. დოკუმენტს უნდა ჰქონდეს ისეთი შინაარსი, რომ შექმნას მოლოდინი, და არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ საფუძველი, იმისა, რომ ფასების რეგულირება ნამდვილად მოხდება,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან ხარაბაძე წარადგინა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან ხარაბაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.ხარაბაძეს ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.საგამოძიებო სამსახურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სამსახურის ყოფილი უფროსი მიხეილ მაღლაკელიძე და საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ლევან ხარაბაძეს უწყების ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალ ხელმძღვანელს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს საგამოძიებო სამსახურის სპეციფიკას. მან იმედი გამოთქვა, რომ ხარაბაძის ხელმძღვანელობით, კვლავ, აქტიურად გაგრძელდება საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის პრევენცია და გამოვლენა.ლევან ხარაბაძემ მინისტრს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზი გაუსვა უწყების თანამშრომელთა პროფესიონალიზმსა და მაღალ პასუხისმგებლობას და აღნიშნა, რომ სამსახური დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად შესრულებას გააგრძელებს.მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის ყოფილ უფროსს, მიხეილ მაღლაკელიძეს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა უწყების მუშაობის ეფექტურობა და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები. მან, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებს შორის კოორდინაცია მომავალშიც გაგრძელდება.თავის მხრივ, მიხეილ მაღლაკელიძემ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ახალ ხელმძღვანელს კი წარმატებები უსურვა.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

სულხან თამაზაშვილმა მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილესთან, გიორგი სახოკიასთან ერთად, მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი წარუდგინა.შსს-ს ცნობით, სულხან თამაზაშვილმა სააგენტოს ახალ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, მომსახურების სააგენტოს დირექტორს შალვა კბილაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

​ლევან ხაბეიშვილი – ციხეში ჩემი ყოფნა საბოლოო ჯამში ავნებს ქვეყანას, ერთმანეთს გაუფრთხილდით, ნუ გაქვთ ხოლმე სასაცილო განცხადებები

მე ვერ მავნებს ციხეში ყოფნა, მე შეიძლება, მავნოს ნერვებით, ჯანმრთელობით. საბოლოო ჯამში, არ მავნებს ეს ყველაფერი, ჩემდა სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ვნებს ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.ხაბეიშვილის თქმით, ყველაფერი ძალიან მალე შეიცვლება, ოღონდ ამისთვის საჭიროა მონდომება.„ვიღაც ამბობს, ოპოზიცია გააკრიტიკაო, არ ვაკრიტიკებ, პირდაპირ გეტყვით. მოვუწოდებ ყველას, ვინც თავს ოპოზიციონერად თვლის, დღეს გარეთ ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, ერთმანეთს მაქსიმალურად გაუფრთხილდით და ნუ გაქვთ ხოლმე სასაცილო განცხადებები – აი, მე რომ ვამბობდი, ყოჩაღ, რომ ყველა ამას ამბობს. კარგით, რა. დამთავრდა ის, რომ მე იმას ვამბობდი, ამას ვამბობდი. მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანა ყოველდღიურად მიდის უკან და უკან, იმატებს ბენზინის ფასი. ამიტომ, ეს ქვეყანა არის ყველასი, ჩემი, თქვენი, მოსამართლის, აქ მსხდომი ადამიანების. ყველას გვინდა ნორმალური ქვეყანა, ნორმალური მართლმსაჯულება და ნორმალური ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, არავის უხარია, ნორმალურ ადამიანს – ხაბეიშვილი არ არის კრიმინალი და საზოგადოებისთვის საშიში. ეს იცის პატარა ბავშვმაც. ისეთი რამეც კი ვერ დამაბრალეს, რომელიც შეიძლება, რომ „ქოცის“ ყურებამდეც მივიდეს. ამაში მადლიერი ვარ, რომ ისეთიც ვერ მოიფიქრეთ, რაც მავნებდა. მე ვერ მავნებს ციხეში ყოფნა, მე შეიძლება, მავნოს ნერვებით, ჯანმრთელობით. საბოლოო ჯამში, არ მავნებს ეს ყველაფერი, ჩემდა სამწუხაროდ, ვნებს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა.

კაია კალასი მიიჩნევს, რომ სამხედრო აღჭურვილობის გარეშე აღლუმის ჩატარება რუსეთის რეალურ მდგომარეობას აჩვენებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი მიიჩნევს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმის სამხედრო აღჭურვილობის გარეშე ჩატარება უკრაინაში ომის დროს რუსეთის რეალურ მდგომარეობას აჩვენებს. მედიის ცნობით, ამის შესახებ კაია კალასმა  ნორდიკულ-ბალტიური რვიანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.„მრავალი წლის შემდეგ პირველად, გამარჯვების დღის აღლუმი მოსკოვში მძიმე სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის ომის დროს რუსეთის მდგომარეობაზე“, – განაცხადა მან.კალასის თქმით, „ბრძოლის ველიდან მიღებული ზუსტი სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთი რეკორდულ რაოდენობის ჯარისკაცებს კარგავს“.ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ვერ აღწევს თავის სამხედრო მიზნებს და ეს სულ უფრო აშკარა ხდება.ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 9 მაისის აღლუმი მოსკოვში „არსებული სიტუაციის“ გამო სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდება.ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 9 მაისის სამხედრო აღლუმში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ავიაცია და მოსკოვის წითელ მოედანს „პილოტაჟური ავიაჯგუფების“ თვითმფრინავები გადაუფრენენ, აღლუმის ბოლოს კი მოიერიშე სუ-25-ების პილოტები მოსკოვის ცაზე რუსეთის დროშის ფერებს გამოსახავენ.მოსკოვში ვიზიტს გეგმავს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო.

ბოლო სიახლეები