ავთო ვარსიმაშვილი: 20 წლის განმავლობაში ვერ მივაღწიე იმას, რაც თეა წულუკიანმა ორი კვირაში გააკეთა – მას აქვს უნარი უცებ ჩასწვდეს არსს

Read Time:42 Second

ყველა ხელისუფლებასთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა, თუმცა ყველა ხელისუფლებას ჩემს ფილმებში და სპექტაკლებში ვაკრიტიკებდი, მაგრამ 20 წლის განმავლობაში ვერ მივაღწიე იმას, რაც ქალბატონმა თეამ ორ კვირაში გააკეთა, მას აქვს უნარი უცებ ჩასწვდეს არსს, გაიგოს და მაშინვე გააკეთოს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ თეატრის და კინოს რეჟისორმა, ავთო ვარსიმაშვილმა კულტურის მინისტრზე, თეა წულუკიანზე საუბრისას განაცხადა.

„ცოტა ფული კი არ გვაქვს, მაგრამ არასწორად ნაწილდება. ეს ფული რომ ნაწილდებოდეს რეზულტატების მიხედვით, საითკენაც ახლა ქალბატონი თეა წულუკიანი მიისწრაფვის, მაშინ სურათი სხვანაირად დადგებოდა. ჩვენს დარბაზში [თავისუფალი თეატრი]არის 180 ადგილი. ჩვენ წინა წლების მონაცემები რომ ავიღოთ, ჩვენ გაყიდული ბილეთებით და დასწრებით გავასწარით ძალიან მაღალი რანგის და ძალიან დიდი დაფინანსების მქონე თეატრებს. კითხვა ხომ ჩნდება ლოგიკურად – ჩვენ ხომ იმავეს ვაკეთებთ, ერთი თეთრი მაინც ხომ გვეკუთვნის?! ქალბატონი თეა აღმოჩნდა პირველი მინისტრი, რომელიც ამით დაინტერესდა და გაგვიკეთა ის, რაც არ გაკეთებულა 21 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ავთო ვარსიმაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ავთო ვარსიმაშვილი: თეატრალები ყველანი ძალიან დიდი იმედით უყურებენ თეა წულუკიანს
Next post სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 16 წელი გავიდა