ავთო ვარსიმაშვილი: თეატრალები ყველანი ძალიან დიდი იმედით უყურებენ თეა წულუკიანს

Read Time:49 Second

ძალიან დიდი ხანია ვხელმძღვანელობ თეატრებს და მსგავსი რამ, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში მოხდა, სამინისტროს აქტივობის თვალსაზრისით, მე არ მინახავს, – ამის შესახებ თეატრისა და კინოს რეჟისორმა ავთო ვარსიმაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მან კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და გრანტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მინისტრი თეა წულუკიანი მისთვის მნიშვნელოვან სისტემურ ცვლილებებს ახორციელებს დარგში.

თეატრალებში არ არის ისეთი აგრესია, რასაც სხვა სფეროებში ვხედავ. თეატრალები ყველანი ძალიან კარგად და, რაც მთავარია, ძალიან დიდი იმედით უყურებენ [თეა წულუკიანს]. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, ძალიან დიდი ხნის მანძილზე გამოგვყვა მართვის საბჭოური სისტემა. თეატრები ჩაკეტილი იყო, იქ არავის უშვებდნენ და ა.შ. პირველად დადგა ამის გადახედვის საკითხი. 30 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა მინისტრთან მქონდა საუბარი იმაზე, რომ ცვლილებებია საჭირო, გამოვდიოდი ფორუმზე, ვსაუბრობდი ამის შესახებ. ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, ვინც შეიმუშავა კანონი თეატრის შესახებ, მაგრამ იმასაც არ მიეცა საშუალება, მერე პარლამენტმა კასტრირებული სახით მიიღო. როგორც იქნა, წელს დაიწყო ძვრები და არ შეიძლება ამას არ მივესალმო. მეტს გეტყვით, ბედნიერი ვარ, რომ ახლა ჩვენთან არის ასეთი მოძრაობა“, – განაცხადა ვარსიმაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მწვრთნელი გახდა
Next post ავთო ვარსიმაშვილი: 20 წლის განმავლობაში ვერ მივაღწიე იმას, რაც თეა წულუკიანმა ორი კვირაში გააკეთა – მას აქვს უნარი უცებ ჩასწვდეს არსს