აგვისტოს ომის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ სტრასბურგის სასამართლო ინდივიდუალური სარჩელების განხილვას დაიწყებს

Read Time:33 Second

რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი დავის დასრულების შემდეგ სტრასბურგის სასამართლო ინდივიდუალური სარჩელების განხილვას დაიწყებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლს” 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ევროპის ადანიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში 400 ინდივიდუალური სარჩელი აქვს გაგზავნილი.

“ჩვენ შევისწავლეთ ყველაზე მტკივნეული საქმეები – მკვლელობები, გატაცებები, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.დოკუმენტები ომიდან 6 თვეში გავაგზავნეთ სასამართლოში. ეს არის საქმეები, სადაც დასტურდება სიცოცხლის უფლების ხელყოფა, უკანონო პატიმრობა, მე-4 მუხლის დარღვევა,14-ე მუხლის ანუ დისკრიმინაციის შემთხვევები. გვაქვს მოლოდინი , რომ ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება. ჩვენ გვყავს თვითმხილველები, რონლებიც ადასტურებენ რომ დევნა და მკვლელობები რუსების მხრიდან ხორციელდებოდა. გამოცდილებამ აჩვენა , რომ ჯერ განიხილება სახელმწიფოთაშორისი დავა, რის შემდეგაც უკვე დღის წესრიგში დგება ინდივიდუალური სარჩელები-“აცხადებს “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი ნიკა ლეგაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მომღერალი ნათია ქოროღლიშვილი ოჯახისა და პროფესიის შესახებ
Next post არ მინდა,ვინმემ სადარბაზოში მომახრჩოს! ახალი წერილი და მუქარა მივიღე – ინგა გრიგოლია