ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026

ჰიბრიდული და ელექტრომობილის მძღოლები ტაქსის ლიცენზიაზე შეღავათით ისარგებლებენ

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის ინფორმაციით, ტაქსების რეგულაციისფარგლებში ელექტრო ავტომობილების რეგისტრაცია უფასო, ხოლო ე.წ. ჰიბრიდული ავტომობილისთვის 50%-იანი შეღავათით იქნება. ამის შესახებ ბითაძემ თბილისის მერის 100-დღიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას თქვა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“ტაქსების რეგულაციის იმ ფორმატში, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ და დაიწყო განხილვა, ჩვენ შევიმუშავეთ სქემა, რომლის მიხედვითაც, ის ერთჯერადი საფასური, რომელიც ტაქსის რეგისტრაციისთვის იქნება სავალდებულო, იქნება აბსოლუტურდ უფასო ელექტრო მანქანებისთვის და 50%-იანი ფასდაკლებით, ე.წ. ჰიბრიდის მოდელის ავტომობილებისთვის, რაც წაახალისებს სარანსპორტო ავტომობილების ამ სეგმენტს”, – განაცხადა ბითაძემ.

12 თებერვალს კახა კალაძემ თქვა, რომ ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესება აუცილებელია. ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გავლა მოუწევთ. ხოლო ის ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას გადაიხდიან.

24 იანვარს კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქში ტაქსების სერვისის გაუმჯობესებისთვის მერია სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე მუშაობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ვოლსკი – ოპოზიციაში ერთმანეთს უპირისპირდებიან, ვის შეუძლია, საქართველო მეტად დააზიანოს, ეს ადამიანები ქვეყნის დანგრევის ამოცანას მიმართავენ, რასაც აღარც მალავენ

ოპოზიციაში ერთმანეთს უპირისპირდებიან იმაზე, ვის შეუძლია, საქართველო მეტად დააზიანოს. ეს ადამიანები ქვეყნის დანგრევის ამოცანას მიმართავენ და ამას აღარც მალავენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ოპოზიციის ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა.მისივე თქმით, ზოგადად, პოლიტიკაში კარდაკარ სიარული მისაღებია, მაგრამ ოპოზიციას ამის რესურსი არ აქვს.„ოპოზიციაში დაპირისპირება იქნება, რადგან მათ რიგებში ისეთი ადამიანები არ არიან, ვისაც შეუძლიათ, ერთად იყონ. მათ შორის დაპირისპირების მიზეზია ლიდერობაც. ყველას უნდა, პატრონებს თავი დაანახოს, რომ ყველაზე ქმედითია, ვინც უფრო მეტად უნდა დაფინანსდეს და ვისაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს. ვიღაცის წინაშე გაპრანჭვა და კეკლუცობა ჩვეულებრივი ამბავია. ეს ხალხი კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. მათ შიგნით ფუთფუთი მათ ხასიათს გამოხატავს, მაგრამ შინაარსს არ ცვლის. ვის შეუძლია, საქართველო მეტად დააზიანოს – ეს არის თემა, რის გამოც ერთმანეთს უპირისპირდებიან. პოლიტიკაში კარდაკარი მისაღები პრაქტიკაა, მაგრამ მათ რესურსი არ აქვთ, კარდაკარ იარონ. კარდაკარ ადამიანებს ვერ დაარწმუნებენ, რომ საქართველო ცეცხლში უნდა იყოს გახვეული და დესტაბილიზაცია სწორია. ეს ადამიანები ქვეყნის დანგრევის ამოცანას მიმართავენ და ამას აღარც მალავენ. თავადაც და მათი პატრონები ხან ეკონომიკურ სანქციებს ითხოვენ, ხან რუსეთთან შეჯახებაზე საუბრობენ. ეს ადამიანები პატარა პაიკები არიან, რომლებიც სკამდასკამ დადიან, ბაღებსა და ქუჩებში ელაპარაკებიან. ფაქტია, ეს ხალხი არის მავნებელთა ჯგუფი, ვინც თავის აქტივობას კარდაკარს არქმევს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენ არასდროს განგვიხილავს და არც განვიხილავთ სომხეთში 300 000 აზერბაიჯანელის ჩასახლების საკითხს

ჩვენ არასდროს განგვიხილავს და არც განვიხილავთ სომხეთში 300 000 აზერბაიჯანელის ჩასახლების საკითხს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს უკვე დიდი ხანია, არ განუხილავთ სომხების ყარაბაღში, ბაქოში ან სხვა ადგილებში დაბრუნება.ფაშინიანმა დასძინა, რომ ასეთი საკითხის ორივე მხარეს შორის განხილვა პროვოკაციულია და ზრდის დაძაბულობას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში.ფაშინიანმა გამოთქვა რწმენა, რომ ორივე საკითხს პოლიტიკურ დღის წესრიგში ერთი და იგივე ძალები აყენებენ და ამას იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა.სომხური მედიის შეფასებით, ნიკოლ ფაშინიანი აგრძელებს აზერბაიჯანის სახელმწიფო მედიის ყოველდღიური პროპაგანდის „იგნორირებას“, „მიმდინარე დიდი დაბრუნების“ შესახებ, მათ შორის ე.წ. „დასავლეთ აზერბაიჯანში“.

ირაკლი ჩიქოვანი – თავდაცვის ძალების დღეს განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს მომავალს – იუნკრებს, კადეტებს, წვევამდელებს, რომლებიც ქართულ ჯარს კიდევ უფრო აძლიერებენ

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. დღევანდელი საზეიმო განწყობა განსაკუთრებულია იმ 800 ახალწვეულისათვის, ვინც ქვეყნისა და ერის წინაშე დღეს დადო სამხედრო ფიცი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების 35 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა თავდაცვის ძალების დიდი ოჯახის მომავალზე და პროფესიული დღე განსაკუთრებით მიულოცა იუნკრებს, კადეტებს, წვევამდელებს.„თავდაცვის ძალების იუბილეს ვულოცავ ჩვენი მომავლის იმედს – ახალგაზრდა იუნკრებს, კადეტებს, წვევამდელებს – ყველას, ვინც აძლიერებს საქართველოს თავდაცვის ძალებს“, – აღნიშნა მან.ირაკლი ჩიქოვანმა მადლიერება გამოხატა სამხედროების ოჯახების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ მათ.„სწორედ, ოჯახია ის მტკიცე და საიმედო საყრდენი, რომელიც ამაგრებს ჩვენს ჯარისკაცებს ამ რთულ და ღირსეულ პროფესიაში. მტკიცე და მზრუნველი ოჯახი ჯარისკაცისთვის არის მისი რწმენის, სიმტკიცისა და გამძლეობის ყველაზე დიდი წყარო“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია

ჩვენ გვაქვს უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების გენერალური შტაბი, რეგიონული სარდლობები და სპეციალური დანაყოფები. ჩვენს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს – სამხედრო განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდას კი მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურება ეროვნული თავდაცვის აკადემია და კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს ქვეყნის თავდაცვის ძალები ინსტიტუციურად ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.„დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას. მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია. ამავდროულად, ქართული ჯარი ყოველთვის მზად არის, დაიცვას ჩვენი მიწა-წყალი და ჩვენი ხალხის უსაფრთხოება. თქვენი სიმტკიცისა და პროფესიონალიზმის იმედი მუდამ აქვს ჩვენს სახელმწიფოს.ძვირფასო წვევამდელებო, თქვენ მიერ დღეს დადებული ფიცი არის იმ დიდი პასუხისმგებლობის დასტური, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვისთვის იკისრეთ. მჯერა, თქვენი სამსახური გახდება იმ ურყევი მშვიდობის საფუძველი, რომელიც აუცილებელია ჩვენი სახელმწიფოს წინსვლისა და ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისათვის.კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს და 35 წლის იუბილეს. ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ღმერთი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეული თარიღია. 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს, მას შემდეგ ეს დღე ქართული მხედრული სულისკვეთებისა და სახელმწიფოებრივი სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, ქართული ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად.„ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად. შექმნის დღიდან, თავდაცვის ძალები ყველა ბრძოლაში ღირსეულად იცავდა სამშობლოს თავისუფლებას. ამასთანავე, ქართველი სამხედროები, პარტნიორების მხარდამხარ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში თავდადებით იბრძოდნენ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის. თქვენი პროფესიონალიზმითა და სიმამაცით, უმაღლესი საერთაშორისო აღიარება და ჩვენი პარტნიორების უდიდესი ნდობა მოიპოვეთ.დღეს ჩვენ გულისტკივილითა და უდიდესი პატივისცემით ვიხსენებთ სამშობლოსათვის დაცემულ გმირებს. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე, ვინც საქართველოს ერთიანობისა და მსოფლიოში მშვიდობისათვის ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღო. მათი თავდადება ჩვენი ქვეყნის ისტორიის განუყოფელი და მარადიული ნაწილია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები