დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი პარლამენტში მინისტრებს შეხვდა. როგორც სტარმერმა აღნიშნა, ლეიბორისტულ პარტიაში ლიდერის შეცვლის პროცესი თუ დაიწყება, ეს პარტიას კრიზისში ჩააგდებს.
როგორც მედია წერს, ჯანდაცვის მინისტრის, უეს სტრიტინგის მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ სტრიტინგი ხვალ მინისტრის პოსტიდან გადადგება და კირ სტარმერის წინააღმდეგ პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლას დაიწყებს.
დაუნინგ სტრიტის წარმომადგენლის განმარტებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს სტრიტინგის მიმართ „სრული ნდობა“ აქვს.

