ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026

ჯონდი ბაღათურია – ოპოზიციას რაღაც პერიოდი უნდოდა, ხელისუფლება დაემხო, წავიდნენ რადიკალურ ზომებზე, ნახეს, არაფერი გამოდის და ახლა ისევ ნაცად თვალთმაქცობას, კოაბიტაციას დაუბრუნდნენ

ხელისუფლებას ოპოზიციის სახით ჰყავს ხმების საჭრელი მანქანა. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გამოჩენა, რომელიც რაღაც რეალურზე ილაპარაკებს, ხელისუფლებაზე მეტად საფრთხეს უქმნის ე.წ. ოპოზიციურ ბრბოს. მათი ინტერესები ემთხვეოდა და სწორედ ასე კოორდინირებულად მოქმედებდნენ კიდეც, – ამის შესახებ „ქართული დასის“ თავმჯდომარემ, ჯონდი ბაღათურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.

ბაღათურიას თქმით, ოპოზიცია მიხვდა, რომ ხელისუფლების დამხობას ვერ შეძლებს და ადგილი აქვს ხელისუფლებასთან კოაბიტაციის განახლებას.

„რამ განაპირობა ასეთი მეტამორფოზა ოპოზიციის და რამ გაუხსნათ ტვინი – სადმე კვამლს როცა ხედავ, უნდა იცოდე, რომ სადღაც ცეცხლის კერაა. ნათქვამია, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობსო. შევხედოთ, როგორი ჭრელი და უღირსი კონგლომერატია ე.წ. ოპოზიცია, ეს ბრბო, რომელიც ქუჩა-ქუჩა დადის. გახსოვთ გვარამიას განცხადება ღვინოსთან დაკავშირებით. რამდენად რელევანტურია, იფიქრო, რომ იმის შემდეგ რომელიმე ადამიანმა ხმა მისცეს საქართველოში. პოლიტიკური პარტიები გამოდიოდნენ და ამბობდნენ, ამას საჭმელში ჩაუფურთხე და ისე მიუტანე საჭმელიო. აქ არ არის მარტო ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცას უღირსი ტერმინოლოგია აქვს და უწმაწური სიტყვებით ლაპარაკობს. ინტელექტის ფსკერს ქვემოთ ჩავიდა და ვერაფერს საზოგადოებას ვერ სთავაზობს, გარდა იმისა, რომ იცის რა, საზოგადოების რაღაც ნაწილი არის გაღიზიანებული  ხელისუფლებაზე, ცდილობს, რაღაცნაირად ხელისუფლებას შეურაცხყოფა მიაყენოს და, თავისი მოკლე ჭკუით, ამით მიიმხროს საზოგადოების ხელისუფლებაზე განაწყენებული ნაწილი.

რამ გამოიწვია ასეთი მეტამორფოზა ოპოზიციის – არჩეული პარლამენტი, პარლამენტში არ შევიდნენ, მანამდე ამას წინ უძღოდა კოაბიტაცია. კოაბიტაცია იყო ხელისუფლების და ე.წ. ამ ბრბოს შეთანხმება, რომ არ დაეშვათ პოლიტიკურ ასპარეზზე რამე ალტერნატიული ძალის გაჩენა. ხელი ხელს ბანს და ორთავე ერთად ბინძურ პირს, ამას ემსახურებოდა. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გამოჩენა, რომელიც რაღაც რეალურზე ილაპარაკებს, ხელისუფლებაზე უფრო მეტად საფრთხეს უქმნის ე.წ. ოპოზიციურ ბრბოს. მათი ეს ინტერესები ემთხვეოდა და სწორედ ასე კოორდინირებულად  მოქმედებდნენ კიდეც. ფულის საჭრელი მანქანა რომ გქონდეთ, გადააგდებთ ნაგავში? ასეთი ფულის საჭრელი მანქანა ჰყავს ხელისუფლებას ოპოზიციის სახით, ოღონდ ელექტორალური თვალსაზრისით. ანუ, ხმების საჭრელი მანქანა ჰყავს. ასეთ ზიზღის მომგვრელ ადამიანებს, როგორებიც არიან გვარამია, ხოშტარია, შექმნილი აქვთ ჭაობი, არამარტო მორალური ჭაობი, ისეთი ჭაობი, სადაც ახალიც ვერ დაიბადა.

507 დღეა, დგანან. ახალი ლიდერიც ვერ იშვა, ვინც გაეკარა, ყველა აღმოჩნდა ამ ჭაობის ბინადარი და ისეთივე ერთუჯრედიანი ამების სახე მიიღო, როგორიც თვითონ ეს ჭაობია. სხვა რამე ვერ იშვება ასეთ ჭაობში, რომელსაც ესენი ქუჩაში ქმნიან. შესაბამისად, მივიდნენ დასკვნამდე, რომ დასავლეთიც ჩაეხსნა. დასავლეთი ფულს იხდის, მაგრამ ევროპელს და ამერიკელს ერთ კაპიკს ვერ გააგდებინებ, თუ ის შედეგზე არ არის ორიენტირებული. და ყველა მიხვდა, მათაც გაეხსნათ ტვინი, რომ ესენი ხელისუფლების დამმხობი აღარ არიან, ამიტომ ფინანსები გაქრა. შესაბამისად, ხელისუფლება ვერ შეელია ოპოზიციის სახით ამ ფულის საჭრელ მანქანას და ადგილი აქვს კოაბიტაციის განახლებას. ისევ აღორძინების ფაზაშია კოაბიტაცია, ეს ძალიან მალე გამოჩნდება.

პაპუაშვილი ერთ-ერთი სერიოზული ფიგურაა არა მხოლოდ თანამდებობით, არამედ ინტელექტუალია. აკეთებს განცხადებას, გამოგვაქვს საკონსტიტუციო სარჩელიო, რომლითაც უნდა გაუქმებულიყო პარტიები, ანუ ფულის საჭრელი მანქანა უნდა გადაეგდოთ სანაგვეზე. იმიტომ კი არაო, რომ უარი ვთქვითო, არამედ დაემატა ერთი პარტია -„ფედერალისტებიო“, ჩერგოლეიშვილი – ვითომ დიდ საფრთხეს წარმოადგენს – და შემდეგ ხელახლა შევიტანთო. ანუ, გადაავადეს, სავსებით შესაძლებელი იყო, ის სარჩელი ყოფილიყო. ხელისუფლება ვერ ელევა ამ ბრბოს, რადგან ეს ბრბო ქმნის პოლიტიკურ ჭაობს, სადაც ვერანაირი ოპონენტი ვერ იშვება. ეს ბრბო რომ არ იყოს ქუჩაში, დღეს ჩვენ გვექნებოდა საუბარი, მაგალითად, კარტელებზე, როგორ დაამარცხეს კარტელებმა პრემიერ-მინისტრი და როგორც კი პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება ფასებზე, ამის შემდეგ ფასები მოუმატეს, რადგან მათ თქვეს, რომ ამ ქვეყანას ჩვენ ვმართავთ, ეს კრიმინალური ბანდები, ჩვენ ვძარცვავთ და არა ვიღაც პრემიერ-მინისტრები. ვიცნობ, ძალიან პატივისცემით ვარ განწყობილი და იმედი მაქვს, ბრძოლას გააგრძელებს, მაგრამ ჯერ ეს რეალობაა.

ოპოზიციას რაღაც პერიოდი უნდოდა, ხელისუფლება დაემხო, წავიდნენ რადიკალურ ზომებზე, ნახეს, არაფერი გამოდის და ახლა ისევ ძველ, ნაცად თვალთმაქცობას დაუბრუნდნენ, ეს არის კოაბიტაცია. ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, აღუდგინა ზოგიერთ ამ პარტიას დაფინანსება. ამათ ხელისუფლება რომ აფინანსებდა, მე კი ვიცოდი, მაგრამ ამის შესახებ განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა და გამოაქვეყნა უწყისები, ხაბეიშვილს, რომელიც აღნიშნული იყო, როგორც „ანიტა“, როგორ უხდიდნენ ხელფასს. ამ ხალხს, ვინც 14 წელია, ქვეყანა სტაგნაციაში ჰყავს, განვითარების საშუალებას არ აძლევს, თურმე  ხელისუფლების რაღაც შტო უხდიდა ხელფასს, იმისთვის, რომ ხალხისთვის ნერვები მოეშალა და მეორე თუ მეათე წრეზე წავედით.

რატომ აქვს მიხეილ სააკაშვილს წვდომა ინტერნეტზე, მედიაზე? მიშას ფუნქცია არის, როგორც საფრთხობელა ხალხისთვის. რაც შეეხება რევოლუციურ გზას, არიან ადამიანები, რომლებსაც აშენება არ შეუძლიათ, შეუძლიათ ნგრევა, შინაგანი ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვთ ისეთი, რომ ნგრევაზე არიან ორიენტირებული. მიშას აგურის აგურზე დადება არ შეუძლია, მიშას ინტელექტი ნგრევას ვერ გასცდება, არ შეუძლია, რაღაც პოზიტივი შესთავაზოს. 14 წელია, ერთსა და იმავე სისულელეებს ლაპარაკობს, არ მოგყვება ხალხი და მაინც იმავეს ლაპარაკობს. რამდენად აქვს პერსპექტივა რევოლუციას – რევოლუციას არ ჰყოფნის მარტო ფული, რაც მიშას ძალიან ბევრი აქვს ნაქურდალი, რევოლუციას სჭირდება ინტელექტი და რეპუტაცია, რომელიც ამათ არ აქვთ, გაკოტრებული არიან, 50 კაცზე მეტს რომ ვერ აგროვებ, 50 კაცი დაბადების დღეზე დადის. იზრდება ხელისუფლების მიმართ ნეგატიური განწყობა, არის პრეტენზიები სოციალური, პენსიების კუთხით, მაგრამ ეს ხელისუფლება მიშას ხელისუფლება არ არის, ამ ხელისუფლების მიმართ არ არის რევოლუციური განწყობა, რომ გამოვიდეს ხალხი და დაამხოს. მიშას სხვა რამე არ შეუძლია და თავისი განცხადებით ოპოზიციას ებრძვის, იმავე ოპოზიციას, რომლის შემადგენლობაშიც თვითონ არის, აკრიტიკებს, ნუ ხართ წამოწოლილი დივნებზეო“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს, სადაც ყველა მიმართულებით იქნება გაწერილი ორივე ქვეყნის შესაძლებლობები

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ვიზიტი შეაჯამა.მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული რეგიონული ეკოლოგიური სამიტი, სადაც ყურადღება დაეთმო გარემოს დაცვით საკითხებს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.„სამიტი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ჩემს სიტყვაშიც გადავუხადე მადლობა ყაზახეთის მთავრობას და მის პრეზიდენტს, რომელმაც უზრუნველყო გაერო-სთან ერთად ასეთი მაღალი დონის სამიტის ორგანიზება. გარემოს დაცვითი მიმართულებით ნამდვილად არსებობს გამოწვევები, არა მარტო სახელმწიფოებისთვის, არამედ საზოგადოებებისა და მოქალაქეებისთვის.ძალიან საინტერესო თემებს შევეხეთ ყველანი. წარმოდგენილი იყვნენ შუა აზიის ქვეყნების პირველი პირები და კავკასიის ქვეყნების, სამხრეთ კავკასიის პირველი პირები.სამიტი ორი დღე გაგრძელდება. ბრძანდებოდნენ ჩვენი მინისტრებიც, ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც შემდეგ გააგრძელებენ ამ პროცესში მონაწილეობას. ჩვენ ჩვენი როლი გვაქვს, ძალიან ვუფრთხილდებით ჩვენს გარემოს. სამიტამდე დავათვალიერეთ პავილიონი, სადაც შუა აზიის ქვეყნები იყვნენ წარმოდგენილი ახალი პროექტებით, რომლებიც ასევე ძალიან საინტერესოა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მონაწილეობდა ასეთი მაღალი დონის სამიტში და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ ჩვენი როლი გვაქვს გარემოს დაცვის და ეკოლოგიის კუთხით. ჩემს სიტყვაშიც განვაცხადე, რომ ამ პროცესშიც ჩართული ვართ. ამ ყველაფერს თან სდევს ჩვენი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა და სტაბილური მდგომარეობა, პარალელურ რეჟიმში ეკონომიკური ზრდა, რომელსაც ყველა ერთად აღნიშნავს, რადგან ეს პროცესი დაკავშირებულია ერთმანეთთან, ინკლუზიურია და ყველა ჩართულია ამ პროცესში. საომარი ვითარებებია გარშემო, დაძაბულობაა და ასეთი გამოწვევების ფონზე თითქოს რატომ უნდა გვაწუხებდეს ეკოლოგია, მაგრამ ეს ყველაფერი კავშირშია ჩვენს სამყაროსთან, ადამიანებთან, სახელმწიფოებთან, რასაც ძალიან გაგებით ეკიდებიან. ჩვენ ლიდერებთან შემდეგ ცალკეც გვქონდა ამ თემებზე საუბარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შუა აზიის ქვეყნებთან თითქმის ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. გარდა ეკოლოგიისა, იცით, რომ შუა დერეფნის თემა ძალიან მიმზიდველია, მით უმეტეს, კიდევ უფრო მეტად იძენს თავის ფუნქციას. ყველამ იცის, რომ საქართველოს გარეშე ეს პროცესი წარმოუდგენელია და ამაში ყველანი ერთხმად ვთანხმდებით. ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს.„ბოლოს მქონდა უკვე ყაზახეთის პრეზიდენტთან შეხვედრა, სადაც აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ტრადიციული მეგობრობა, რომელიც გვაკავშირებს სხვადასხვა სფეროში სავაჭრო, ეკონომიკის კუთხით, საჭიროებს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის შექმნას, უფრო სწორად, ხელმოწერას. ამაზე ჩვენ შევთანხმდით და უახლოეს მომავალში ყაზახეთი და საქართველო მოაწერენ ხელს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს, სადაც ყველა მიმართულებით იქნება გაწერილი ორივე ქვეყნის შესაძლებლობები და ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული პროცესები“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

მარკ კარნი – კანადა არ მისცემს აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირობების განსაზღვრის უფლებას

კანადა არ მისცემს აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირობების განსაზღვრის უფლებას, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა.„ეს არ არის შემთხვევა, როცა ერთი მხარე მოთხოვნებს აყენებს, მეორე კი მხოლოდ ითხოვს. ეს არ არის შემთხვევა, როდესაც შეერთებული შტატები კარნახობს პირობებს. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება, შეგვიძლია, მივიდეთ ორმხრივად წარმატებულ შედეგამდე – ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, – განაცხადა კარნიმ.როგორც „ბიბისი“ წერს, კანადამ, აშშ-მა და მექსიკამ პირველი ივლისიდან სავაჭრო შეთანხმების სავალდებულო გადახედვა უნდა დაიწყონ. მაისში მექსიკა იწყებს ოფიციალურ ორმხრივ მოლაპარაკებებს აშშ-სთან. კანადასა და აშშ-ს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა სავაჭრო უწყებებს შორის კომუნიკაცია მიმდინარეობს.მარკ კარნიმ კანადა-აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ახალი საკონსულტაციო კომიტეტი მოიწვია, რომლის პირველი შეხვედრა მომავალ კვირას არის დაგეგმილი. კვებეკის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ჟან შარესტმა, რომელიც ახალი საკონსულტაციო კომიტეტის წევრია, განაცხადა, რომ აშშ ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე „კანადისგან ბევრ დათმობას“ ელოდება.

ქეროლაინ ლევიტი – დონალდ ტრამპს ირანისთვის შეთანხმების მისაღწევად მკაფიო ვადა არ დაუწესებია

დონალდ ტრამპს ირანისთვის შეთანხმების მისაღწევად მკაფიო ვადა არ დაუწესებია, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა.ლევიტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი მზად არის, გარკვეული მოქნილობა გამოიჩინოს.„პრეზიდენტი ინარჩუნებს პოზიციას და გულუხვად სთავაზობს მცირე მოქნილობას რეჟიმს, რომელიც სრულად შელახულია“,- განაცხადა ლევიტმა. მისივე განცხადებით, ირანში ამჟამად მიმდინარეობს დაპირისპირება „პრაგმატისტებსა და მკაცრი ხაზის მხარდამჭერებს შორის“, ხოლო ტრამპს „ერთიანი პასუხის მიღება სურს“.ამასთან, მისივე თქმით, აშშ აგრძელებს ირანული გემებისა და პორტების საზღვაო ბლოკადას. ლევიტმა აღნიშნა, რომ ოპერაცია „ეფექტიანად და წარმატებით მიმდინარეობს“ და აშშ „სრულად ახრჩობს“ ირანის ეკონომიკას.ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენ ხანს უნდა იყვნენ ამერიკელები მზად ომის გასაგრძელებლად, რადგან ეს უკვე იმაზე მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე თავდაპირველად ითქვა, ლევიტმა უპასუხა, რომ საბოლოო ვადას ტრამპი განსაზღვრავს.„ის დაასრულებს ამას მაშინ, როცა ჩათვლის, რომ ეს შეესაბამება შეერთებული შტატებისა და ამერიკელი ხალხის საუკეთესო ინტერესებს”,- განაცხადა ლევიტმა.ლევიტმა ასევე ისაუბრა ირანული სახელმწიფო მედიის განცხადებებზე, სადაც უარყვეს, რომ თეირანმა ცეცხლის შეწყვეტის ვადის გახანგრძლივება მოითხოვა.„გირჩევდით, ფრთხილად მოეკიდოთ ყველაფერს, რასაც ისინი ამბობენ. რაც ვნახეთ, არის ის, რომ რასაც საჯაროდ ამბობენ, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რასაც პირად მოლაპარაკებებში აღიარებენ შეერთებული შტატებისა და ჩვენი მომლაპარაკებელი გუნდის წინაშე”,- განაცხადა ლევიტმა.ამასთან, ლევიტმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში ორი გემის დაკავებას ცეცხლის შეწყვეტის დარღვევად არ მიიჩნევს.„ეს არ იყო აშშ-ის გემები. ეს არ იყო ისრაელის გემები. ეს იყო ორი საერთაშორისო გემი. მათ არ აქვთ კონტროლი სრუტეზე. ეს არის მეკობრეობა, რასაც ჩვენ ვხედავთ და შეერთებული შტატების მიერ დაწესებული საზღვაო ბლოკადა კვლავ წარმოუდგენლად ეფექტურია“, – განაცხადა ლევიტმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ირანში მიმდინარე ომი ევროპის დასუსტებას იწყებს

ირანში მიმდინარე ომი ევროპის დასუსტებას იწყებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან სატელწფონო საუბრისას განაცხადა.„თუ ეს მიმართულება მშვიდობაზე ორიენტირებული მიდგომით არ შეიცვლება, კონფლიქტური პროცესის შედეგად მიყენებული ზიანი გაცილებით დიდი იქნება“, – განაცხადა ერდოღანმა.გერმანელ კოლეგასთან საუბრისას ერდოღანმა როგორც ირანში, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანკარა კონფლიქტების დასრულებას მოლაპარაკებების გზით ცდილობს.„თურქეთი ძალისხმევას არ იშურებს, რათა ომები მოლაპარაკებების გზით დასრულდეს და დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა”,- განაცხადა ერდოღანმა.

ალი მოჯანი-სომეხი ხელოვანების გამოსვლა თბილისში – ქალაქში, რომელიც თავად წარმოადგენს კულტურებისა და ისტორიების გზაჯვარედინს – გვახსენებს, რომ კავკასია უფრო მეტად კულტურული თანაცხოვრებისა და დიალოგის...

,,დღეს საღამოს თბილისში დავესწარი სიმფონიური ორკესტრის შესრულებას, რომელშიც გამორჩეული სომეხი ხელოვანები იღებდნენ მონაწილეობას. კიდევ ერთხელ დავფიქრდი „მუსიკის“ ძალაზე, რომელიც ხალთხა შორის საერთო ენას წარმოადგენს. არამ ხაჩატურიანისა და ავეტ ტერ-ტერიანის ნაწარმოებების შესრულებამ, განსაკუთრებით ბალეტ „სპარტაკის“ ცნობილი ადაჯიომ, არა მხოლოდ სომხური კულტურის სიმდიდრე წარმოაჩინა, არამედ ნათლად აჩვენა, თუ როგორ შეუძლია ხელოვნებას, პოლიტიკურ საზღვრებს მიღმა, ხალხებს შორის ხიდის აგება. სომეხი ხელოვანების გამოსვლა თბილისში — ქალაქში, რომელიც თავად წარმოადგენს კულტურებისა და ისტორიების გზაჯვარედინს — გვახსენებს, რომ კავკასია უფრო მეტად კულტურული თანაცხოვრებისა და დიალოგის სივრცეა, ვიდრე მხოლოდ გეოპოლიტიკური კონკურენციის არენა. მსგავსმა ღონისძიებებმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი დიპლომატიური უწყებების ინიციატივით იმართება, შესაძლოა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ეფექტური როლი შეასრულოს. მსგავს ღონისძიებებზე „კულტურული დიპლომატია“ სიტყვების ნაცვლად, ნოტებით საუბრობს''- წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი

ბოლო სიახლეები