,,დღეს საღამოს თბილისში დავესწარი სიმფონიური ორკესტრის შესრულებას, რომელშიც გამორჩეული სომეხი ხელოვანები იღებდნენ მონაწილეობას. კიდევ ერთხელ დავფიქრდი „მუსიკის“ ძალაზე, რომელიც ხალთხა შორის საერთო ენას წარმოადგენს.
არამ ხაჩატურიანისა და ავეტ ტერ-ტერიანის ნაწარმოებების შესრულებამ, განსაკუთრებით ბალეტ „სპარტაკის“ ცნობილი ადაჯიომ, არა მხოლოდ სომხური კულტურის სიმდიდრე წარმოაჩინა, არამედ ნათლად აჩვენა, თუ როგორ შეუძლია ხელოვნებას, პოლიტიკურ საზღვრებს მიღმა, ხალხებს შორის ხიდის აგება.
სომეხი ხელოვანების გამოსვლა თბილისში — ქალაქში, რომელიც თავად წარმოადგენს კულტურებისა და ისტორიების გზაჯვარედინს — გვახსენებს, რომ კავკასია უფრო მეტად კულტურული თანაცხოვრებისა და დიალოგის სივრცეა, ვიდრე მხოლოდ გეოპოლიტიკური კონკურენციის არენა.
მსგავსმა ღონისძიებებმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი დიპლომატიური უწყებების ინიციატივით იმართება, შესაძლოა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ეფექტური როლი შეასრულოს. მსგავს ღონისძიებებზე „კულტურული დიპლომატია“ სიტყვების ნაცვლად, ნოტებით საუბრობს”- წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი

