ირანში მიმდინარე ომი ევროპის დასუსტებას იწყებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან სატელწფონო საუბრისას განაცხადა.
„თუ ეს მიმართულება მშვიდობაზე ორიენტირებული მიდგომით არ შეიცვლება, კონფლიქტური პროცესის შედეგად მიყენებული ზიანი გაცილებით დიდი იქნება“, – განაცხადა ერდოღანმა.
გერმანელ კოლეგასთან საუბრისას ერდოღანმა როგორც ირანში, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანკარა კონფლიქტების დასრულებას მოლაპარაკებების გზით ცდილობს.
„თურქეთი ძალისხმევას არ იშურებს, რათა ომები მოლაპარაკებების გზით დასრულდეს და დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა”,- განაცხადა ერდოღანმა.

