სამშაბათი, ივნისი 30, 2026

ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ჯიბეში ლექსი იპოვეს

ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ჯიბეში ლექსი იპოვეს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა იპოვეს, ცხინვალის ტელევიზიამ გამოაქვეყნა
სისხლის გუბეში მარტოკა სხეულს

წვიმის წვეთები თითებს დაჰყვება

ჩამორეცხილი სისხლის წვეთები

ქართული მიწის ნაპრალს ჩაჰყვება.

ვერ შეგვაჩერებს ტყვიების წვიმა

და ვერც სიკვდილი მომხვდურთა ხელით

ვდგევართ უდრეკად ბოლო წვეთამდე

სიკვდილსაც მხოლოდ ღიმილით ველით

თვალებს დავხუჭავთ ვაჟკაცურად ყველა

ახალგორს მაინც არავის მივცემთ

დავიხოცებით ჩვენ ვაჟკაცურად

რადგან მომავალს ერთობა მივცეთ
გადამწვარ ველზე დახუჭულ თვალებს

გადაეკვრება როდესაც ბინდი

ძმათა საფლავთან ნაომარ მხარეს

დარჩება გვამი, უცნობი ბევრის

ცინკის კუბოსთან როდესაც მოვა

თვალცრემლიანი მშობელი დედა

ვთხოვ, მწარე ცრემლით ნუ დამიტირებს

რადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ახალგაზრდა კალათბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ „ვსა“-ს U18 გუნდის ნიჭიერი კალათბურთელის, შაკო კავთიაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ვსა-ს სახელით ​თანაგრძნობას ვუცხადებთ შაკოს ოჯახს, მეგობრებს, გუნდელებს, მწვრთნელებსა და მის გულშემატკივრებს ამ უმძიმეს წუთებში. შაკო, მუდამ ჩვენს გულებში იქნები“, - წერს აკადემია.როგორც ცნობილია, შაკო კავთიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

არ მიირთვათ ეს პროდუქტები ვარჯიშის წინ – მარი მალაზონია

ვარჯიშის წინ დიდი რაოდენობით ხორცპროდუქტების მირთმევა არ არის მიზანშეწონილი, - ამის შესახებ ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მარი მალაზონია, გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს.„ხორცს 3-4 საათი სჭირდება გადამუშავებისთვის. ვარჯიშის წინ დიდი რაოდენობით ხორცპროდუქტების მირთმევა არ არის მიზანშეწონილი. მაშინ, როდესაც, მაგალითად, არჩევანი იოგურტისა და ბანანის შეხამებასთან დაკავშირებით ძალიან მომწონს", - ამბობს მარი მალაზონია.

დონალდ ტრამპი – დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის მინიჭება ამერიკისთვის ძვირად ღირებული და უსამართლო გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, მარტივად გამოვასწოროთ ეს კანონმდებლობის საშუალებით

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ მისი დადგენილების გაუქმებას ეხმაურება, რომელიც ქვეყანაში უკანონოდ მყოფი იმიგრანტების აშშ-ში დაბადებულ ჩვილს ავტომატურად ამერიკის მოქალაქეობის მინიჭებას უზღუდავდა.თეთრი სახლის ლიდერმა გადაწყვეტილებას „ძალიან ცუდი“ უწოდა. მისივე თქმით, დაბადებით აშშ-ის მოქალაქეობის მინიჭება ქვეყნისთვის „ძვირად ღირებული და უსამართლო გადაწყვეტილებაა“, ამიტომაც ის კონგრესში კანონმდებლობის საშუალებით მის შეცვლას შეეცდება.„უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა დაბადების უფლებით მოქალაქეობა, რაც ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, მარტივად გამოვასწოროთ ეს კონგრესში კანონმდებლობის საშუალებით, პრეზიდენტის მხარდაჭერით, რაც ახლა ამ პროცესშია განსაზღვრული. არ არის საჭირო ხანგრძლივი და რთული საკონსტიტუციო შესწორება! კონგრესმა დღესვე უნდა დაიწყოს მუშაობა ჩვენი ქვეყნისთვის ძვირად ღირებული და უსამართლო დაბადების უფლებით მოქალაქეობის დასრულებაზე. მათ ექნებათ ჩემი სრული და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა!“- წერს დონალდ ტრამპი.ცნობისთვის, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დადგენილება, რომელიც ქვეყანაში უკანონოდ მყოფი იმიგრანტების აშშ-ში დაბადებულ ჩვილს ავტომატურად ამერიკის მოქალაქეობის მინიჭებას უზღუდავდა. ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ძალაში დატოვეს 150-წლიანი ტრადიცია, რომელიც კონსტიტუციაშია გაწერილი და ამერიკის ტერიტორიაზე დაბადებულ ჩვილებს ავტომატურად ანიჭებს აშშ-ის მოქალაქის სტატუსს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ წესის ცვლილებას თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნებისთანავე მოაწერა ხელი, თუმცა აღმასრულებელი განკარგულება სასამართლოში გასაჩივრდა.

აზერბაიჯანი სოციალური მედიის პლატფორმებზე 16 წლამდე ასაკის პირებისთვის რეგისტრაციის ახალ მოთხოვნებს აწესებს

აზერბაიჯანი სოციალური მედიის პლატფორმებზე ბავშვების რეგისტრაციისთვის ახალ მოთხოვნებს აწესებს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მოთხოვნები აისახება „ინფორმაციის, ინფორმატიზაციისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ“ კანონის ახალ მუხლებში, რომლებიც აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სხდომაზე განიხილეს.კანონპროექტის თანახმად, 16 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალურ მედიის პლატფორმებზე ინდივიდუალური ციფრული ანგარიშების შექმნა დაუშვებელი იქნება.მედიის ცნობით, თუ კანონით გათვალისწინებული ტექნიკური მეთოდებით დადასტურება, რომ სოციალური მედიის მომხმარებელი 16 წლის ან უფროსი ასაკისაა, ინდივიდუალური ციფრული ანგარიშის შექმნა შესაძლებელი იქნება.ამასთან, ცვლილების მიხედვით, 16-18 წლის მოზარდების ციფრულ ანგარიშებში გაკონტროლდება ის კონტენტი და რეკლამები, რომლებსაც არასრულწოვნები ხედავენ.კანონპროექტის მიხედვით, სოციალურ პლატფორმებს აეკრძალებათ არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება კომერციული მიზნებისთვის.როგორც ცნობილია, პლატფორმების სიას შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დანიშნული ორგანო ან დაწესებულება განსაზღვრავს.კანონპროექტი კენჭისყრაზე გავიდა, მესამე მოსმენით მიიღეს და  ქვეყნის პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.

„როიტერი“ – გერმანია ევროკავშირის ბიუჯეტის 400 მილიარდი ევროთი შემცირებას ითხოვს

გერმანია ევროკავშირის ბიუჯეტის 400 მილიარდი ევროთი შემცირებას მოითხოვს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.ევროკომისიამ 2028-2034 წლებისთვის 2-ტრილიონიანი ბიუჯეტი განსაზღვრა. გერმანია ამ გეგმას არარეალისტურად მიიჩნევს.„„ყოველწლიური ფინანსური ჩარჩო“, რომელსაც ევროკავშირის ბიუჯეტის სახელით ვიცნობთ, 27-ვე წევრი ქვეყნის ერთსულოვან თანხმობას საჭიროებს. გერმანია, როგორც ევროკავშირის უმსხვილესი კონტრიბუტორი, შეშფოთებულია მომდევნო შვიდი წლის ბიუჯეტის მასშტაბით, რომელიც 2021-2027 წლების 1.3- ტრილიონიან ბიუჯეტს მნიშვნელოვნად აღემატება“, – წერს „როიტერი“.მედიის ცნობით, ბერლინში მიაჩნიათ, რომ მათ მიერ მოთხოვნილი 400-მილიარდიანი შემცირების პირობებშიც კი მომავალი წლების ბიუჯეტი 27%-ით მეტი იქნება, ვიდრე ამჟამადაა, და გერმანიის ყოველწლიური შენატანი 50 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.კანცლერი ფრიდრიხ მერცი წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, წელსვე შეათანხმონ პირობები, რომ 2028 წლის იანვრისთვის, როდესაც ახალი ბიუჯეტი ძალაში უნდა შევიდეს, საკმარისი დრო დარჩეს დეტალების დასაგეგმად. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ 2027 წელს საფრანგეთში, პოლონეთსა და იტალიაში არჩევნები ტარდება.

ბოლო სიახლეები