პარასკევი, ივლისი 10, 2026

ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ჯიბეში ლექსი იპოვეს

ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ჯიბეში ლექსი იპოვეს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა იპოვეს, ცხინვალის ტელევიზიამ გამოაქვეყნა
სისხლის გუბეში მარტოკა სხეულს

წვიმის წვეთები თითებს დაჰყვება

ჩამორეცხილი სისხლის წვეთები

ქართული მიწის ნაპრალს ჩაჰყვება.

ვერ შეგვაჩერებს ტყვიების წვიმა

და ვერც სიკვდილი მომხვდურთა ხელით

ვდგევართ უდრეკად ბოლო წვეთამდე

სიკვდილსაც მხოლოდ ღიმილით ველით

თვალებს დავხუჭავთ ვაჟკაცურად ყველა

ახალგორს მაინც არავის მივცემთ

დავიხოცებით ჩვენ ვაჟკაცურად

რადგან მომავალს ერთობა მივცეთ
გადამწვარ ველზე დახუჭულ თვალებს

გადაეკვრება როდესაც ბინდი

ძმათა საფლავთან ნაომარ მხარეს

დარჩება გვამი, უცნობი ბევრის

ცინკის კუბოსთან როდესაც მოვა

თვალცრემლიანი მშობელი დედა

ვთხოვ, მწარე ცრემლით ნუ დამიტირებს

რადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფაქტია, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი ცდილობს, საქართველოში შექმნას გარკვეული სტრუქტურა, რომელიც მას დაექვემდებარება – გიორგი ვოლსკი

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებსა და მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, ექსპრეზიდენტი საქართველოში ახალი სტრუქტურის დაფუძნებასა და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.მიხეილ სააკაშვილის მიერ პარტიაში დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გააკეთა."ფაქტია, რომ სააკაშვილი ახალი ორგანიზაციის დაფუძნებაზე საუბრობს. ფაქტია, რომ უკრაინის მოქალაქე ცდილობს, საქართველოში შექმნას გარკვეული სტრუქტურა, რომელიც მას დაექვემდებარება და არ იქნება სხვადასხვა აზრის მქონე ადამიანების გაერთიანება, როგორც ეს "ნაციონალურ მოძრაობაში" ბოლო პერიოდში ჩამოყალიბდა. აფასებს ამ სიტუაციას და უნდა, შეინარჩუნოს ის ძალაუფლება, რომლითაც ის არის ცნობილი," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +30…+35 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში +36 გრადუსამდეც მოიმატებს.მთიან და მაღალმთიან რეგიონებში დღის მეორე ნახევარში ადგილობრივად შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს, თუმცა ქვეყნის უმეტეს ნაწილში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.ქალაქების მიხედვით:სოხუმი +30°, მზიანიზუგდიდი  +31°, მზიანიფოთი +29°, მზიანიბათუმი +28°, მზიანიოზურგეთი  +29°, მზიანიქუთაისი +32°, მზიანიბორჯომი +27°, ნაწილობრივ მოღრუბლულიახალციხე +28°, ხანმოკლე წვიმაა შესაძლებელიგორი  +34°, მზიანითბილისი  +35°, მზიანირუსთავი  +36°, მზიანითელავი +33°, მზიანიგუდაური + 21°, დღის მეორე ნახევარში ელჭექის ალბათობაამესტია +20°, ხანმოკლე წვიმაა შესაძლებელი

4 წლის ბავშვის გადასარჩენად, წყალში შესული ორი მამაკაცი დაიხრჩო (უცხოეთი)

SHOT-ის ცნობით, ირკუტსკის ოლქში გარდაცვლილი იპოვეს ოთხი წლის ბიჭი, რომელიც ჯომარდობის დროს დაიკარგა.ცხედარი შელეხოვსკის რაიონში, სანაპიროსთან ახლოს იპოვეს. ძებნა ერთი კვირა გაგრძელდა.ტრაგედია 49 მონაწილისგან შემდგარი მასობრივი ჯომარდობის დროს მოხდა. შესვენების დროს ორი ბავშვი - ოთხი წლის ბიჭი და რვა წლის გოგონა - წყალში ჩავარდა.სწრაფმა დინებამ ორივე გაიტაცა. ორი ზრდასრული მამაკაცი მათ დასახმარებლად გაიქცა.გოგონა წყლიდან ამოიყვანეს, მაგრამ მეორე ბავშვის გადარჩენა უკვე გვიან იყო. ერთ-ერთი მათგანის ცხედარი, ვინც მათ დასახმარებლად გაიქცა, მოგვიანებით იპოვეს. მეორე მამაკაცის ცხედარი კი დღეს იპოვეს.არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვი ერთი წლის ასაკიდან ყოველ ზაფხულს მშობლებთან ერთად მდინარე ირკუტზე ჯომარდობდა. ის ძლიერი მოცურავე იყო და წყლის არ ეშინოდა. ამჯერად მამამისს ოჯახთან ერთად ყოფნა არ შეეძლო, ამიტომ არასრულწლოვანი დედასთან ერთად მარტო იმყოფებოდა მოგზაურობაში. - ამის შესახებ SHOT იტყობინება.Telegram არხის ცნობით, ნიკოლაი ბაიროვი და ალექსეი კოროტკოვი ცდილობდნენ ბიჭის გადარჩენას, როდესაც ის ჯომარდობის დროს დინებამ წაიღო. ორივე მაშველი გარდაიცვალა.

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, მასმედიის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციას ავრცელებს და წესებს განმარტავს.„ახლოვდება მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაული - სვეტიცხოვლობა (12 მოციქულის ხსენების დღე), რომელიც აღინიშნება 13 ივლისს. ამ დღეს მასმედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ ისეთივე რეგულაციით, როგორიც კანონითაა განსაზღვრული სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტანციის ოფიციალურ ღონისძიებებზე. შესაბამისად, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. ასევე, მათთვის დამზადდება სახელობითი „ბეიჯები“. ვთხოვთ მასმედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციისთვის მიმართონ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ნომერზე: +995 595 80 90 05; განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 11 ივლისი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტუ-ის რექტორი ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი პოეტის - ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, ქართულ ლიტერატურულ საზოგადოებას და მრავალრიცხოვან მკითხველს.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„ქართულმა ლიტერატურამ დაკარგა ყველასთვის საყვარელი, გამორჩეული შემოქმედი, რომელმაც თავისი ორიგინალური ხედვითა და განსაკუთრებული ხელწერით ქართულ პოეზიაში ახალი სიტყვა, ახალი სტილი დაამკვიდრა.ამქვეყნად „შემოირბინა წუთით“, უყვარდა ქართულად, სძულდა ქართულად, სწამდა ქართულად, წერდა ქართულად და ასე აქცია ეს ერთი წუთი საუკუნედ. დაგვიტოვა გასაოცრად გულწრფელი და გამორჩეული პოეზია, რომელმაც სიტყვას ახალი ჟღერადობა, ახალი რიტმი და განსაკუთრებული გამომსახველობა შესძინა. მისი ლექსები მარად იცოცხლებს, რადგან ნამდვილი პოეტი არასოდეს გვტოვებს - მისი სიცოცხლე ლექსის რითმებში გრძელდება.წავიდა და თან წაიღო უმძიმესი ტკივილი - სახელად ირაკლი ჭანტურია. სწორედ ამ განუზომელი ტრაგედიის შემდეგ დაწერა ლექსად ქცეული ანდერძი, რომელშიც თითქოს თავისი ხვედრიც წინასწარ ამოთქვა: „უპანთეონოდ გავალ იოლად / ჰქონდეთ დიდუბე სხვებს ჩემი წილი / რა სჯობს როდესაც მარადიულად / გვერდიგვერდ წვანან მამა და შვილი“.ვუსამძიმრებთ ტარიელ ჭანტურიას ოჯახს, მეგობრებს, ქართულ ლიტერატურულ საზოგადოებას, მის მრავალრიცხოვან მკითხველს - ვიზიარებთ მათ დიდ ტკივილს.მარადიული სასუფეველი საყვარელ პოეტს და მის ძვირფას შვილს“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის სამძიმრის წერილში.

ბოლო სიახლეები