პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026

ჩემი ბედნიერი ოჯახი გერმანული კინოს ჯილდოზე წარადგინეს

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” გერმანულმა კინოაკადემიამ გერმანული კინოს ჯილდოზე LOLA წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

პრემიის ნომინაციისათვის შერჩეული ფილმები, მათ შორის ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქციაც ბერლინალეზე სპეციალურ რეტროსპექტივაში “LOLA at Berlinale” იქნება ნაჩვენები.

“ჩემი ბედნიერი ოჯახის” ჩვენება დელფის ცნობილ კინოთეატრში 18 და 21 თებერვალს გაიმართება. LOLA at Berlinale არის პროექტი, რომელსაც სამი პარტნიორი ერთობლივად ახორციელებს: გერმანული კინოაკადემია, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი და გერმანული კინოს ფონდი.

16 დეკემბერს ამერიკულმა გამოცემამ THE WRAP-მა 2017 წლის 12 საუკეთესო ფილმი დაასახელა, რომელთა შორისაც ასევე აღმოჩნდა “ჩემი ბედნიერი ოჯახი”.

„ჩემი ბედნიერი ოჯახის“ მსოფლიო პრემიერა ამერიკის უმნიშვნელოვანეს „სანდენსის“ კინოფესტივალზე, ხოლო ევროპული პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალ „ბერლინალეზე“ გაიმართა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.უწყების განმარტებით, პროკურატურამ მიქაუტაძის მიერ ბრალის აღიარების, ზიანის ანაზღაურებისა და თანამშრომლობის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ კი მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება უკვე დაამტკიცა.საპროცესო შეთანხმების პირობების მიხედვით, რომეო მიქაუტაძეს სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.“სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება, მსჯავრდებულმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა.პროკურატურამ მსჯავრდებულ რომეო მიქაუტაძის მიერ ბრალის აღიარების, ზიანის ანაზღაურებისა და თანამშრომლობის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად რომეო მიქაუტაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების (სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 3 ეპიზოდი), სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის (სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით, 4 ეპიზოდი), სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით) და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება (სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, რომეო მიქაუტაძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით, 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მასვე, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა: ესპანეთში, ქ.მადრიდში მდებარე 1 882 168 ლარის ღირებულების ბინა, 372 720 ლარის ღირებულების მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანში მდებარე აგარაკი, 1 577 306 ლარის ღირებულების შპს “ნახიდური ჰესის” 15%-იანი წილი, 510 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „MERCEDES-BENZ G 63 AMG“, 350 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LAND ROVER RANGE ROVER“, 100 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LEXUS ES 250“ , 630 110 ლარის ღირებულების 4 საათი, 99 504 ლარის ღირებულების ოქროს ზოდები და 19 770 ლარის ღირებულების მონეტები.გარდა ამისა, რომეო მიქაუტაძემ სრულად აანაზღაურა შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ მიყენებული ზიანი 114 658,08 ლარის ოდენობით”, - ნათქვამია განცხადებაში.

“სკოლისაკენ უნდა მიიჩქაროდეს, აი იას უნდა კითხულობდეს მაგრამ არა, სიცოცხლისთვის იბრძვის” – 6 წლის მახარეს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

6 წლის მა­ხა­რე ყვა­ვა­ძეს, რო­მე­ლიც მძი­მე სენს ებ­რძვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბა. მა­ხა­რეს მწვა­ვე ლიმ­ფობ­ლას­ტუ­რი ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხულ­ში და­უს­ვეს.თავ­და­პირ­ვე­ლად, სა­ქარ­თვე­ლო­ში მკურ­ნა­ლობ­და, თუმ­ცა ორ­თვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და.მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ბავ­შვის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა დიდ რისკთან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ოჯახ­მა ის თურ­ქეთ­ში წა­იყ­ვა­ნა. მკურ­ნა­ლო­ბა კი ისეთ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის თა­ნად­გო­მის გა­რე­შე, არა­ფე­რი გა­მო­ვა."ჩემს შვილს, 5 წლის მა­ხა­რეს მწვა­ვე ლიმ­ფობ­ლას­ტუ­რი ლე­ი­კე­მია და­უდ­გინ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში 2-თვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და მი­უ­ხე­და­ვად იმ რის­კე­ბი­სა, რაც ტრან­სპორ­ტი­რე­ბას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თურ­ქეთ­ში, სტამ­ბო­ლის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში წა­ვიყ­ვა­ნე. მა­ხა­რემ გა­უძ­ლო გზას და უძ­ლებს ახ­ლაც უდი­დეს გან­საც­დელს. ის კლი­ნი­კა­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია. ჩემს პა­ტა­რას და­ხუ­რუ­ლი აქვს ერთი ფილ­ტვი, ექი­მე­ბი ცდი­ლო­ბენ აუ­მუ­შა­ონ, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა.რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში თი­თო­ე­უ­ლი დღის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ჩემ­თვის კი არა, ძა­ლი­ან მდი­და­რი ადა­მი­ა­ნის­თვი­საც უდი­დე­სი თან­ხა იქ­ნე­ბოდა - ერთ დღე­ში 1500 დო­ლა­რი გვჭირ­დე­ბა მხო­ლოდ რე­ა­ნი­მა­ცი­ის­თვის. ცალ­კეა და­მა­ტე­ბი­თი ანა­ლი­ზე­ბის და კვლე­ლე­ბის ხარ­ჯე­ბი. ამი­ტომ, კი­დევ ერთხელ გთხოვთ დახ­მა­რე­ბას, ჩემი მა­ხა­რეს გა­და­სარ­ჩე­ნად. თქვე­ნი თა­ნად­გო­მის გა­რე­შე აქამ­დე ვერ მო­ვი­დო­დი. ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა, ხალ­ხო, ვინც გვერ­დით მიდ­გა­ხართ, ახლა თითო ლარ­საც უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ბეწ­ვის ხიდ­ზე გავ­დი­ვართ", - წერს ბავ­შვის მამა, გია ყვა­ვა­ძე."სკო­ლი­სა­კენ უნდა მი­იჩ­ქა­რო­დეს! მერე,სკო­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, შე­მოდ­გო­მის მზი­ა­ნი დღე­ე­ბით აფე­რა­დე­ბულ ეზო­ში, "დედა ენით" ხელ­ში, აი იას უნდა კი­თხუ­ლობ­დეს! ლექ­სებს ისე ხმა­მაღ­ლა უნდა კი­თხუ­ლობ­დეს, სამ­ყა­რო უს­მენ­დეს სულ­გა­ნა­ბუ­ლი! მაგ­რამ არა!..ახლა ის სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის! ჯერ ექ­ვსი წლი­საც არ არის! უცებ,ისე მო­უ­ლოდ­ნე­ლად,მო­ვი­და გან­საც­დე­ლი,ვერ გა­ვი­აზ­რეთ! ისე და­ვი­ბე­ნით,ვერ მივ­ხვდით, რა უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა! ახ­ლაც ვერ ვხვდე­ბი, ღმერ­თო, რომ ეს ტკბი­ლი, სი­ცო­ცხლით სავ­სე, მე­ოც­ნე­ბე ბიჭი ამ ურ­თუ­ლეს გზას გა­დის!როცა ქა­რიშ­ხა­ლი ჩად­გე­ბა(და მჯე­რა,აუ­ცი­ლებ­ლად ჩად­გე­ბა), მე მო­ვუყ­ვე­ბი მა­ხა­რეს,რო­გორ გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა მთე­ლი სამ­ყა­რო! ყვე­ლა წამს ვთხოვ ღმერ­თს,არ მიგ­ვა­ტო­ვოს! ეს ბრძო­ლა შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნოს და მოგ­ვა­გე­ბი­ნოს", - წერს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი, მა­რი­ნა ყვა­ვა­ძე.ან­გა­რი­შის ნომ­რე­ბი:თი­ბი­სი ბან­კი: #GE14TB7263736010300007საქ. ბან­კი: #GE88BG0000000027396100მიმ­ღე­ბი: პა­ა­ტა ქურ­ცი­კი­ძე (ბიძა)

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტები პარტნიორ კომპანია „ნიკორას“ ესტუმრნენ.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა გერმანული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ქართული პროდუქციის წარმოების პროცესის ადგილზე გაცნობა და საქართველოს ბიზნესგარემოს შესახებ პრაქტიკული ცოდნის მიღება. სტუმრებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს - ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, პროფესორ გუგული ყურაშვილს, საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორებს - ავთანდილ ადეიშვილსა და ბესიკ შერაზადიშვილს, შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ დაკვირვებოდნენ წარმოების პროცესის სხვადასხვა ეტაპს, გაცნობოდნენ ადგილობრივი კომპანიის საქმიანობის სპეციფიკასა და პროდუქციის შექმნის პროცესს.სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის - ნატო ქათამაძის თქმით, მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივები ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, სტუდენტთა პროფესიული ხედვის გაფართოებასა და სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესგარემოს შესახებ ცოდნის გაზიარებას.„ჩვენი მთავარი ამოცანაა, სტუდენტების ინტერესებისა და პროფესიული განვითარების საჭიროებების გათვალისწინებით, ხელი შევუწყოთ მათ კარიერულ განვითარებას. ამ მიზნით, მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებთ შრომის ბაზარზე წარმატებულ პარტნიორ ბიზნესორგანიზაციებთან, რათა ახალგაზრდებს შევუქმნათ შესაძლებლობა, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას დაუკავშირონ და უკეთ გაეცნონ თანამედროვე ბიზნესგარემოს.გერმანელი სტუდენტებისთვის საქართველოს ბიზნესსექტორის გასაცნობად გადავწყვიტეთ, გვეჩვენებინა ერთ-ერთი წარმატებული ქართული კომპანია - „ნიკორა“. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ პროდუქციის წარმოების სრულ ციკლს - ნედლეულის მიღებიდან მზა პროდუქციის შეფუთვამდე. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რამაც სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. ვიზიტმა სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მასპინძლებს, კომპანია „ნიკორას“, კერძოდ, ბრენდ „ნიკორას“ გენერალურ მენეჯერს, კონსტანტინე შატაკიშვილს, რომელმაც სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა წარმოების პროცესის, მისი სპეციფიკისა და პროდუქციის შექმნის ეტაპების შესახებ“, - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

“ეს არის რევოლუციური შეთქმულთა ჯგუფები რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ”

გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს – გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ ასეთი რამ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელის გაწვევასთან დაკავშირებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის, ასევე, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებებს გამოეხმაურა.„არადა ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ“, – აღნიშნა მან.საქართველოს ხელისუფლებას ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის გაწვევისკენ მოუწოდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა. ისტორიულ-სამართლებრივი პროცესით შეშფოთდა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელი ნიკლას ვაგნერიც.

ანზორ ჩუბინიძე – თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები კომპლექსური და ტრანსნაციონალურია, აუცილებელია ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება და საერთაშორისო ფორუმი „დიდი კედელი – 2026“ კარგი საშუალებაა

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების (PAP) მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში „დიდი კედელი – 2026“.ანზორ ჩუბინიძემ საუბრისას ყურადღება ფურუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ გამოცდილების გაზიარების კარგ საშუალებას იძლევა.„ფორუმი არის ძალიან კარგი საშუალება აზრთა ურთიერთგაცვლის, ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების, საუკეთესო გამოცდილების გაზიარების. მინდა ვთქვა, რომ თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები არის ძალიან კომპლექსური და ტრანსნაციონალური. აუცილებელია ამაზე პროფესიონალური აზრის შექმნა და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება. ამ მიმართულებით „დიდი კედელი – 2026“ საერთაშორისო ფორუმი არის ძალიან კარგი საშუალება“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

ბოლო სიახლეები