ჩემი ბედნიერი ოჯახი გერმანული კინოს ჯილდოზე წარადგინეს

Read Time:33 Second

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” გერმანულმა კინოაკადემიამ გერმანული კინოს ჯილდოზე LOLA წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

პრემიის ნომინაციისათვის შერჩეული ფილმები, მათ შორის ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქციაც ბერლინალეზე სპეციალურ რეტროსპექტივაში “LOLA at Berlinale” იქნება ნაჩვენები.

“ჩემი ბედნიერი ოჯახის” ჩვენება დელფის ცნობილ კინოთეატრში 18 და 21 თებერვალს გაიმართება. LOLA at Berlinale არის პროექტი, რომელსაც სამი პარტნიორი ერთობლივად ახორციელებს: გერმანული კინოაკადემია, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი და გერმანული კინოს ფონდი.

16 დეკემბერს ამერიკულმა გამოცემამ THE WRAP-მა 2017 წლის 12 საუკეთესო ფილმი დაასახელა, რომელთა შორისაც ასევე აღმოჩნდა “ჩემი ბედნიერი ოჯახი”.

„ჩემი ბედნიერი ოჯახის“ მსოფლიო პრემიერა ამერიკის უმნიშვნელოვანეს „სანდენსის“ კინოფესტივალზე, ხოლო ევროპული პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალ „ბერლინალეზე“ გაიმართა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბათუმის მერმა ქალაქის სწორი ურბანული განვითარების პროექტი წარადგინა
Next post ხელისუფლება ლიბიაში დაკავებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს შეხვდა