სამშაბათი, აპრილი 21, 2026

ფოთს თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი ექნება

ფოთს თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი ექნება. სტადიონი წლებია ავარიულ მდგომარეობაშია, რის გამოც ადგილობრივ ფეხბურთელებს წვრთნების გავლა და თამაშების ჩატარება სხვა მუნიციპალიტეტში უწევდათ.

პირველი ეტაპის სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდება და ზაფხულიდან განახლებული სტადიონი დაიწყებს ფუნქციონირებას.

მიმდინარე სამშენებლოებო სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ადგილზე დაათვალიერა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სააკაშვილი – მეგობრებო, დროა, ჩემი კომპლექსისგან გათავისუფლდეთ და საქმეზე კონცენტრირდეთ, თუ რამე არ გამოგდით, კი არ უნდა თქვათ, მიშა გვიშლის ხელსო, არამედ უკეთესად...

საქართველოსთვის იმისთვის არ გაგვიკეთებია, იმისთვის არ გვაქვს თავი გადადებული საქართველოსთვის საბრძოლველად, რომ მათ ვინც ახლა ივანიშვილს უნდა ებრძოდნენ, მთავარ სამიზნედ ისევ მე ამირჩიონ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, თავად ერთობის მომხრეა, თუმცა, თუ ერთობა მყიფეა და მას ცენზურას უწესებს,  ბრძოლისთვის ძალა ვერ ექნება.„მე ყოველთვის ვიყავი და ვარ ერთობის მომხრე, მაგრამ, თუ ეს ერთობა იმდენად მყიფეა, რომ ყველაფერზე ძალიან ადვილად წყობიდან გამოდის და აპირებს, მე ცენზურა დამიწესოს, მას ძალა ვერ ექნება რეჟიმთან ბრძოლისთვის.ყველასთვის ნათელია, ვისაც პირადი ეგო არ სძალავს, რომ ივანიშვილისთვის მთავარი პრობლემა მე ვარ. საქართველოში ყველაზე მეტი მხარდაჭერა მე მაქვს და სწორედ ამიტომ ვარ ყველაზე მეტი დრო ციხეში და ამიტომ მაქვს ყველაზე მეტი მისჯილი. ამავე დროს, არანაირი პრეტენზია არ მაქვს ერთპიროვნულ ლიდერობაზე და ეს ბევრჯერ მითქვამს.ივანიშვილმა სხვადასხვა პირების მეშვეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბზარი შეიტანა 2016 წელს, როცა დიდი ჯგუფი გამოგვეყო, რამაც რეჟიმი მკვეთრად გააძლიერა. 2018 წელს როცა ბაქრაძე დაგვიყენეს საპირწონედ და ამან ჩაშალა ოპოზიციის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში და 2024 წელს, როცა ივანიშვილის მიერ გილაურის სცენაზე შემოყვანით და მის მიერ დახარჯული 10 მილიონი დოლარით შეუძლებელი გახდა ერთი სიით გასვლა არჩევნებზე. უფრო მეტიც, ოპოზიციურ ტელევიზიებში (ერთ-ერთი მათგანის შექმნაში და შენარჩუნებაში ჩემი როლი გადამწყვეტი იყო) მთლიანად დამბლოკეს. შესაბამისად, ოპოზიციამ ვერ შეძლო არჩევნებში ხმების შენარჩუნება“, – აღნიშნავს სააკაშვილი.მისივე თქმით, დროა, ერთმანეთს სიმართლე უთხრან.„მეგონა, ამ ყველაფრის შემდეგ მივიღეთ გამოცდილება და სხვა რელსებზე გადავედით, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ზოგიერთისთვის სხვანაირად მოხდა. ერთმანეთს უნდა ვუთხრათ სიმართლე.როგორ მოხდა, რომ „ალიანსმა“ მთელი ეს დრო არცერთი განცხადება არ გააკეთა იმაზე, თუ რა რეალური პრობლემები აწუხებს ხალხს. უკიდურეს გაჭირვებაზე, ავტომობილების და ბოთლების კანონზე და ბევრ სხვა კონკრეტულ პრობლემაზე, სამაგიეროდ, იცლის ჩემს გასაკრიტიკებლად. მე ცენზურა არ მიმიღია დიქტატურისგან, თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებისგან და რუსეთისგან.მეგობრებო, გაასწორეთ თქვენი სამიზნე, დროა, გავთავისუფლდეთ ჩემი კომპლექსისგან და საქმეზე კონცენტრირდეთ ბოლომდე, და, თუ რამე არ გამოგდით, ის კი არ უნდა თქვათ, მიშა გვიშლის ხელსო, არამედ კიდევ უკეთესად იმუშაოთ“, – წერს სააკაშვილი.

პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები რეგიონების საკრებულოებში საკუთარი ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს აგრძელებენ

პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები განაგრძობენ შეხვედრებს რეგიონებში, საკრებულოებში „ხალხის ძალის“ ფრაქციების წარმომადგენლებთან.ამჯერად შეხვედრები ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის საკრებულოების წევრებთან გაიმართა. პოლიტიკური ჯგუფის ლიდერებმა ადგილზე „ხალხის ძალის“ ფრაქციების წევრებისგან მუნიციპალიტეტების შესაძლებლობებსა და საჭიროებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ.როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას "ხალხის ძალის" ლიდერებმა აღნიშნეს, პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა სულ უფრო იმატებს და რეგიონებში საკრებულოების ფრაქციების წარმომადგენლებთან შეხვედრები ემსახურება ერთი მხრივ, პარტიული სტრუქტურის განვითარებას და პარტიის გაძლიერებას, მეორე მხრივ კი - პარტიაში მხარდამჭერების გაწევრიანების უზრუნველყოფას. მათივე განცხადებით, მსგავსი შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილს მოძრაობის მიმართულება შეეცვლება

თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 22 აპრილის 00:00-დან 15:00 საათამდე ევროპის მოედნის მიმდებარედ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება.შეზღუდვა იმოქმედებს გორგასლის მოედნიდან, ასევე, მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით. სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება ნოე ჟორდანიას სახელობის მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბის ამომსვლელი პანდუსიდან მეტეხის ეკლესიის მიმართულებით.სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ როგორც ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს მიმართულებით, ისე გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, თუმანიანის ქუჩიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებები ასევე იმოძრავებენ ევროპის მოედნიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში ჩამსვლელ პანდუსზე.საზოგადოებრივი ტრანსპორტის იმ ნაწილს, რომელიც ევროპის მოედნის გამოყენებით გადაადგილდება, შეეცვლება მოძრაობის მიმართულება. კერძოდ, მუნიციპალური ავტობუსები: N102, N301, N310, N331, N345 და მიკროავტობუსები: N550 და N580, რომლებიც გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს გავლით, გორგასლის ქუჩიდან დაუკავშირდებიან კოტე აფხაზის ქუჩას და თავისუფლების მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებენ როგორც ბარათაშვილის ქუჩის, ისე რუსთაველის გამზირის მიმართულებით, დადგენილი მარშრუტის შესაბამისად.რაც შეეხება N333 მარშრუტს, ავტობუსი ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან აღარ შევა ევროპის მოედანზე და იმოძრავებს ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ბარათაშვილის ქუჩაზე მობრუნდება და ისევ ხიდის გავლით დაუკავშირდება ბარათაშვილის აღმართს, შემდეგ იმოძრავებს დადგენილი მარშრუტით.ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ირანი უარყოფს ინფორმაციას, რომ რვა ირანელ ქალს სიკვდილით დასჯა ელოდება

ირანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რვა ირანელ ქალს სიკვდილით დასჯა ელოდება.აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ მსჯავრდებული რვა ქალის გათავისუფლება, რომლებსაც სიკვდილით დასჯა ელოდებათ, მოლაპარაკებების დაწყების შესანიშნავი წინაპირობა იქნებოდა. ტრამპმა გააზიარა ისრაელელი აქტივისტის პოსტი, სადაც საუბარი იყო აღნიშნული ქალების შესახებ.„ტრამპი კიდევ ერთხელ შეაცდინა ყალბმა ამბებმა. ქალები, რომელთა შესახებ ამტკიცებდნენ, რომ სიკვდილით დასჯის პირას იყვნენ, ნაწილობრივ უკვე გათავისუფლებული არიან, ხოლო დანარჩენებისთვის წაყენებული ბრალდებები, სასჯელის დამტკიცების შემთხვევაშიც კი, მაქსიმუმ პატიმრობით შეიძლება დასრულდეს“, – ნათქვამია ირანის სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მალტის უნივერსიტეტის პროფესორმა ლექციათა ციკლი ჩაატარა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, Erasmus+ International Credit Mobility პროგრამის ფარგლებში, მალტის უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეკრულების საფუძველზე, მალტის უნივერსიტეტის გარემოს დიზაინის ფაკულტეტის პროფესორმა ლინო ბიანკომ საჯარო ლექცია ჩაატარა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, პროფესორ ბიანკოს ლექციების სერია ფართო თემატიკას მოიცავდა და შეეხებოდა როგორც ანტიკური არქიტექტურული აზროვნების საფუძვლებს - კერძოდ, რომაელი არქიტექტორისა და თეორეტიკოსის, ვიტრუვიუსის ნაშრომებს - ისე თანამედროვე არქიტექტურული დისკურსის ცენტრალურ საკითხებს, მათ შორის არქიტექტურულ ღირებულებათა სისტემას და უნივერსალური დიზაინის პრინციპებს.სტუ-ის სასწავლო სტუდია-სახელოსნოს - „არქიტექტურის პოეტიკა“ - ხელმძღვანელის განცხადებით, პროფესორ ლინო ბიანკოს ლექციათა ციკლი მიზნად ისახავდა სტუდენტების თეორიული ცოდნის გაღრმავებას და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში მიმდინარე თანამედროვე არქიტექტურული მიდგომების, კონცეფციებისა და კვლევითი მიმართულებების გაცნობას. პროფესორ დავით ბოსტანაშვილის თქმით, მსგავსი ფორმატის აკადემიური შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუდენტთა კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, არქიტექტურის ისტორიულ-თეორიული საფუძვლების გააზრებასა და თანამედროვე დიზაინის პრაქტიკებთან მათი ინტეგრაციის პროცესში.„ლექციების სერია გამოირჩეოდა ინტერდისციპლინური მიდგომით. კლასიკური არქიტექტურული თეორიის საკითხები, მათ შორის ვიტრუვიუსის პრინციპები, თანამედროვე არქიტექტურული ღირებულებებისა და უნივერსალური დიზაინის კონცეფციებთან იყო დაკავშირებული. ასეთმა მიდგომამ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა არქიტექტურა განეხილათ როგორც დინამიკური და მრავალშრიანი კულტურული ფენომენი.პროფესორ ლინო ბიანკოს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მალტის უნივერსიტეტს შორის აკადემიური პარტნიორობის გაღრმავებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების პროცესში. 2022 წლიდან პროფესორი ბიანკო ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის სადოქტორო პროგრამის რეცენზენტია; უფრო ადრე კი, 2015 წელს, არქიტექტურულ განათლებასა და პრაქტიკაში შეტანილი წვლილისთვის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტმა მას საპატიო პროფესორის (Professor Honoris Causa) წოდება მიანიჭა. ამ ტიტულს ფლობენ ისეთი საერთაშორისო აღიარების მქონე არქიტექტორები, როგორებიც არიან: კიშო კუროკავა, იუსტუს დაჰინდენი, დანიელ ლიბესკინდი და რიჩარდ ინგლენდი. ლინო ბიანკოს კანდიდატურა ამ წოდებაზე წარადგინა საქართველოს წამყვანმა არქიტექტორმა, აკადემიკოსმა ვახტანგ დავითაიამ, რომელმაც მოგვიანებით მის შესახებ სამეცნიერო სტატიაც გამოაქვეყნა“, - აცხადებს პროფესორი დავით ბოსტანაშვილი.სტუ-ის ინფორმაციით, პროფესორ ლინო ბიანკოს ვიზიტს, ამავე მობილობის ფარგლებში, წინ უძღოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ვიზიტი მალტის უნივერსიტეტში, კერძოდ - არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დავით ბოსტანაშვილმა მალტის უნივერსიტეტში, საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექციების ციკლი თემაზე - „არქიტექტურის პოეტიკა“. ლექციების თემატიკა მოიცავდა შესავალს, არქიტექტურის პოეტიკის ისტორიას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და არქიტექტურის პოეტიკის კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური მიდგომების განხილვას.ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიურმა კურსმა - „არქიტექტურის პოეტიკა“, რომელიც პროფესორ შოთა ბოსტანაშვილის სწავლების ორიგინალური მეთოდით არის შემუშავებული, საერთაშორისო დაინტერესება არაერთხელ გამოიწვია. 2015 წლიდან სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს მალტის უნივერსიტეტის გარემოს დიზაინის ფაკულტეტთან, ხოლო პროფესორმა, ლინო ბიანკომ მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში არაერთი სტატია მიუძღვნა იმ ორიგინალურ აკადემიურ კურსს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა.

ბოლო სიახლეები