გიორგი ბარამიძე: სალომე ზურაბიშვილთან ერთ მთავრობაში მიმუშავია და ვერც მაშინ გავიგე, რა უნდა ამ ქალბატონს – უცნაური ფსიქიკის და ბუნების ადამიანია

Read Time:58 Second

სალომე ზურაბიშვილთან  ერთ მთავრობაში მიმუშავია და ვერც მაშინ გავიგე, რა უნდა ამ ქალბატონს – უცნაური ფსიქიკის და ბუნების ადამიანია – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილთან  ერთ მთავრობაში მიმუშავია და ნამდვილად ვერ გავიგე ვერც მაშინ რა უნდა ამ ქალბატონს იმიტომ, რომ ხან ერთს ამბობდა და ხან მეორეს, სულ კონფლიქტური იყო, რბილად რომ ვთქვათ უცნაური ფსიქიკის და ბუნების ადამიანია, მაგრამ ეს მისი ამბავია. ამ ბოლო დროს სწორ წინადადებებს წარმოთქვამს, მაგრამ ეს არ არის საქმით განმტკიცებული. თუმცა ამ შემთხვევაში, პოლიტიკაში სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს და რა თქმა უნდა, მის სიტყვასაც, რომელიც კრიტიკული არის ამ რეჟიმისადმი, მნიშვნელობა აქვს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. თუმცა 100 წელიც რომ იცხოვროს სალომე ზურაბიშვილმა, მე მას საქართველოს პრეზიდენტად ვერ აღვიქვამ იმიტომ, რომ ღარიბაშვილი ამბობს მასზე –  დავნიშნეთო. დიახ, დანიშნეს ეს ადამიანი და ჩვენთვის არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, მაგრამ დე ფაქტო პრეზიდენტი არის, მას ბევრი რამე შეუძლია და შეუძლია გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ლუკა და სხვა პოლიტპატიმრები, მაგრამ ამას არ აკეთებს. 100 წელიწადი რომ იცხოვროს, ეს ყველაფერი რომ გააკეთოს,  ბოლომდე რეაბილიტირებული მაინც ვერ იქნება იმ სიტყვებისთვის, რაც მან იკადრა 2008 წლის ომის შემდეგ, რომ საქართველოს მთავრობას და პრეზიდენტს დასდო ბრალი ომის დაწყებაში“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა ივანიშვილმა სინგაპურის სასამართლოში გაიმარჯვა. სასამართლომ Credit Suisse დაავალდებულა, ქართველ მეცენატს გადაუხადოს კომპენსაცია, რაც 900 მილიონ დოლარზე მეტია
Next post კახა კალაძე ოპოზიციაზე: ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუშალონ საქართველოს სტატუსის მიღებაში