Reuters: ევროპის წამლის სააგენტო Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზის შესაძლო გამოყენებაზე გადაწყვეტილებას ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს

Read Time:29 Second

ევროპის წამლის სააგენტო (EMA) კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზის შესაძლო გამოყენებაზე გადაწყვეტილებას ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ეს გამაძლიერებელ დოზებზე ევროკავშირის მარეგულირებლის პირველი გადაწყვეტილება იქნება.

6 სექტემბერს ევროპის წამლის სააგენტოში განაცხადეს, რომ Pfizer-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის შესახებ მონაცემების შეფასება დაიწყეს.

აღსანიშნავია, რომ საუბარია სრული ვაქცინაციიდან 6 თვეში 16 და 16 წლის ზემოთ პირებისათვის Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებაზე.

დღეს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე – ხშირ შემთხვევაში ინციდენტები გამოწვეული იყო დესტრუქციული ოპოზიციური ძალებისგან, ამ ფონზე აშშ-ის საელჩოს ასეთი განცხადება შეიძლება, წამახალისებელი აღმოჩნდეს პროვოკაციებისთვის
Next post ნატოს გენერალური მდივანი: ჩინეთს მოწინააღმდეგედ არ განვიხილავთ