Daily Archives: ოქტომბერი 2, 2020

ჯანმოს დირექტორი: აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედისთვის ვლოცულობ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედისთვის ლოცულობს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. „გავიგეთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და პირველ ლედის, მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდათ. მინდა მათ სწრაფი და სრული გამოჯანმრთელება ვუსურვო. ვლოცულობთ მათთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა. აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს მელანიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ...

დაწვრილებით »

ბერუკა 10 თვისაა – ახალგაზრდა მშობლები მის მხიარულ ფოტოებს ავრცელებენ

პატარა ბერუკა ივანიშვილი, ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ვაჟი, 10 თვის გახდა. ნანუკა გუდავაძე მის ფოტოებს ავრცელებს. ბერუკა უკვე ფეხზე მყარად დგას, ნაბიჯებსაც დგამს და ყოჩაღად უჭირავს თავი.

დაწვრილებით »

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის საქმეზე დებატების გამართვა საჭიროდ აღარ ჩათვალა და 2021 წლის მარტამდე საქმის განხილვას აღარ დაუბრუნდება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა (29.09.2020-01.10.2020 სხდომა) ივანე მერაბიშვილის საქმის აღსრულების პროცესი დებატების გარეშე შეაფასა. კერძოდ, კომიტეტმა საკმარისად მიიჩნია საქართველოს მთავრობის მიერ მერაბიშვილის საქმეზე წარდგენილი ინფორმაცია და დებატების გამართვა საჭიროდ არ მიიჩნია. კომიტეტის ზედამხედველობა შეეხება მერაბიშვილის საქმის მხოლოდ ერთ ასპექტს – საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდს. ყველა სხვა ასპექტი, როგორიცაა მისი დაკავებისა და პატიმრობის კანონიერება, დღის წესრიგიდან ჯერ კიდევ 2018 წლიდანაა მოხსნილი: ...

დაწვრილებით »

თავდაცვის ძალების სამხედრობი გერმანული ბრენდის ზამთრის მაღალყელიანი ფეხსაცმლით აღიჭურვნენ

საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოსამსახურეების უმაღლესი ხარისხის ზამთრის მაღალყელიანი ფეხსაცმლით აღჭურვის პროცესი დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროები ზაფხულში, ასევე მსოფლიო ბრენდის „ლოვას“, ხოლო ზამთარში „ჰაიქსის“ მაღალყელიან ფეხსაცმელს გამოიყენებენ. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვივნენ, სადაც სამწყობრო მოედანზე პირად შემადგენლობის გერმანული კომპანია „ჰაიქსის“ წარმოების უმაღლესი ხარისხის ზამთრის ახალი ...

დაწვრილებით »

პანდემია არსად წასულა, თუმცა მთავრობამ და სამედიცინო სექტორმა დაამტკიცა, რომ ეპიდემიის ეფექტური მართვა შეუძლია – დავით სერგეენკო

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სექტორის მუშაობას აფასებს და აცხადებს, რომ ქვეყანამ სანიმუშო მაგალითი აჩვენა მსოფლიოს. „იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში ვიმყოფებით, ფინალური შეფასების გაკეთება შეუძლებელია. შუალედური შეფასებით, ციფრები შედარებადია და არამარტო რეგიონის, არამედ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ავადობა და სიკვდილიანობა ნაკლებია. ამის მიზეზი ჩემი ...

დაწვრილებით »

საქართველოდან წელიწადში საშუალოდ 500 პაციენტი გადის, ხოლო სამკურნალოდ 10 000-ზე მეტი შემოდის – დავით სერგეენკო

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო საქართველოს ჯანდაცვის სექტორის პოტენციალს აფასებს და აცხადებს, რომ რიგ მიმართულებებზე საქართველო ევროპული ხარისხის სამედიცინო სერვისს სთავაზობს პაციენტებს. საბურთალოს რაიონის დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, გლობალურად, ექიმებისა და კლინიკების კვალიფიკაციის შეფასება რამდენიმე რაციონალური მეთოდით ხდება, როცა მიმდინარეობს, პაციენტების, ჰოსპიტალის მენეჯმენტის გამოკითხვა და ამ ექიმების მიმართულებით აღძრული, ან სადაო შემთხვევების რაოდენობის შეჯამება. „საქართველოც  ამ მიმართულებით ...

დაწვრილებით »

ანრი ოხანაშვილი – „აი, ასე ვიაროთ მთელი ცხოვრება“, ეს არის პირველი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით გამახსენდა

პირველი, რაც მათი სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით გამახსენდა არის – „აი, ასე ვიაროთ მთელი ცხოვრება“. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის დევიზს არ ცვლის, იაროს იმ სვლით, როგორც მიდიოდნენ ცხრა წლის განმავლობაში. ამის სიმბოლური გამოხატულებაა ცნობილი სიმღერის შემსრულებელი, რომელიც ჩასმულია სიაში, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის პირველი ნომერიც მსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეა. ...

დაწვრილებით »

ჯანდაცვის სისტემა და ინფრასტრუქტურა უნდა არსებობდეს კერძოც და სახელმწიფო, ეს უნდა იყოს დაბალნსებული – დავით სერგეენკო

ჯანდავცის სისტემაზე საუბრის დროს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო საუბრობს ჯანდაცვის სისტემაში და ინფრასტრუქტურაში კერძო და სახელმწიფო საკუთრების მნიშვნელობაზე. დეპუტატობის კანდიდადი ჯანდაცვის სისტემაზე და ინფრასტრუქტურაზე საუბრის დროს აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურა უნდა არსებობდეს კერძოც და სახელმწიფოც. „ეს უნდა იყოს დაბალნსებული. კერძოს აქვს თავისი გამოკვეთილი პლიუსები, მას შეუძლია მოქნილი და ხარისხიანი სერვისების მიწოდება. ეს კერძოს ბუნებაა და არა ...

დაწვრილებით »

ხელვაჩაურში სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

მეხანძრე-მაშველებმა აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. 120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა, დაახლოებით, 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. მიწის მასამ საცხოვრებელი სახლი წაიღო და გზაზე მიმავალი მანქანა მოიყოლა. ცოტა ხნის წინ ხელვაჩაურში სტიქიის ზონაში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

დაწვრილებით »

ელენე ხოშტარია – საერთაშორისო პარტნიორებმა, განსაკუთრებით ელჩებმა არაერთხელ ისაუბრეს, რომ არჩევნები ძალადობის და მოსყიდვების გარეშე უნდა ჩატარდეს

წინასაარჩევნო პერიოდში კელი დეგნანის განცხადება „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზულ გაფრთხილებად უნდა აღიქვას, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას მარნეულის ინციდენტებთან დაკავშირებით. ხოშტარიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელჩები აქტიურად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ძალადობის გარეშე უნდა ჩატარდეს. „ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, განსაკუთრებით ელჩებმა, არაერთხელ ისაუბრეს, რომ არჩევნები ძალადობის და მოსყიდვების გარეშე უნდა ...

დაწვრილებით »