დავით სერგეენკო-სახელმწიფოს ვალია მონიტორინგი გაუწიოს სამედიცინო სერვისების ხარისხს და ხარჯთეფექტურობას

Read Time:1 Minute, 25 Second

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო საუბრობს სამედიცინო სერვისების ხარისხის მონიტორინგისა და ეფექტიანი ხარჯთაღიცხვის სისტემის მნიშვნელობაზე.

სამედიცინო სერვისების ხარისხის კონტროლისა და ხარჯთეფექტურობის მონიტორინგის აუცილებლობის შესახებ საუბრის დროს ხაზს უსვამს ორ საკითხს: „ერთი საკითხია, სამედიცინო ინდუსტრიისკენ რა ბიუჯეტი მიემართება, ხოლო მეორეა, რა მეთოდოლოგიით ხდება სერვისების ანაზღაურება“.

მისი განმარტებით, ასეთი მეთოდოლოგია რამდენიმეა მსოფლიოში, თუმცა ევროკავშირი და ავსტრალია იყენებენ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მეთოდს.

„ჩვენ როდესაც 2013 წელს დავიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვა, რა თქმა უნდა, დავაფუძნეთ მეთოდოლოგია, რომელიც თავის თავში მოიცავს იმ პროცესების პრევენციას, რომელშიც ხელოვნურად და დაუსაბუთებლად მოხდებოდა კლინიკების მიერ სერვისების ღირებულების ზრდა. ჩვენს მიერ დანერგილი სისტემა არ აძლევდა კლინიკებს სამედიცინო სერვისის ღირებულების ხელოვნულად გაზრდის საშუალებას. კლინიკას შეუძლია პირობითად სამედიცინო მომსახურებაზე დააწესოს 10-ჯერ მეტი ფასი, ვიდრე არის მისი საბაზრო ღირებულება, მაგრამ ანაზღაურების სისტემა, ამ სერვისის საფასურს გამოიყვანს ბაზარზე არსებული ფასების საშუალო ღირებულებით და აანაზღაურებს მხოლოდ ამ პრინციპის მიხედვით, და არა იმ საფასურს რაც კლინიკამ მოითხოვა“-აცხადებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

აქვე დავით სერგეენკო  ასახელებს ორ გამოწვევას,  რაც სისიტემა ჰქონდა. მისი განცხადებით,  ასეთი სისტემა მოიცავს ორ მინუსს, რომელიც 2012-ში უკვე იცოდნენ და დაიწყეს მუშაობა რომ ევროპული მოდელის, დიაგნოზთან შეჭიდული მეთოდის იმპლემენტაცია განეხორციელებინათ. ამ პროცესს 4-დან 7 წლამდე დრო სჭირდებოდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ  ქვეყანა უკვე  მივიდა ამ ეტაპამდე და მართალია, ჯანდაცვის სისტემაში გასაშუალოებული ფასები ისევ იქნება, თუმცა უფრო არგუმენტირებულად დასაბუთებული.

„მეორე საკითხი კი შემდეგშია-თუ კი დღეს სამედიცინო ჩარევების  ჩამონათვალის რაოდენობა 15 ათასია და საქართველოში ერთ წელიწადში გვაქვს 13 მილიონზე მეტი ვიზიტი ექიმთან და სისტემა ვალდებული იყო ყველა ეს შემთხვევა გაეკონტროლებინა და ინდივიდუალურად შეესწავლა.  ახალ სისტემაზე გადასვლით 15 ათასი სამედიცინო მანიპულაციის ჩამონათვალი იკუმშება 445-მდე, რითაც ჩქარდება ბიზნესპროცესები.  შედარებისთვის,  თუ ძველი სისტემით კლინიკებთან ანგარიშსწორებისთვის არსებობდა 3 თვიანი ვადა, ეს პროცესი შემცირდება 2 კვირამდე. ეს მნიშვნელოვანი სიახლე იქნება დარგისთვის“-განმარტავს დავით სერგეენკო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან დავითაშვილი – სამწუხაროდ, სპექტაკლების მომსწრენი წინა წლებშიც ვიყავით, რთველი დამთავრდება, ყურძენი დაბინავდება და მოსახლეობა მიიღებს ანაზღაურებას
Next post ამირან გამყრელიძე – ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ სწრაფ იზოლაციაში