ამირან გამყრელიძე – ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ სწრაფ იზოლაციაში

Read Time:48 Second

კოვიდინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ სწრაფ იზოლაციაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირებულებიდან ჭარბობს სიმპტომიანი პაციენტები და ასევე კონტაქტში მყოფი პაციენტები.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონტაქტში მყოფი ადამიანების სწრაფ იზოლაციას. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დროს ამაზე გამახვილდა ყურადღება. ერთ-ერთი ახალი მიდგომა, რომელიც გვექნება, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ სწრაფ იზოლაციაში, თუ მათ თვითიზოლაციის საშუალება აქვთ, ხოლო თუ არ აქვთ საშუალება, ექვემდებარებიან კარანტინში გადაყვანას და 14 დღის განმავლობაში ყოფნას კარანტინში ან იზოლაციაში, ყოველგვარი კვლევის გარეშე. თუ ადამიანს სიმპტომები გაუჩნდება, იძახებს 112-ს, უკეთებენ კვლევას და შესაბამისად, შემდეგ სხვა პროტოკოლით მიმდინარეობს მართვა. ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავრცელდეს მოსახლეობაში, რათა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი სწრაფად იქნას იზოლირებული და მოვახდინოთ ფიქსირება, რომ არ გავრცელდეს შემდგომ ინფექცია. ამ ახალ შემთხვევათა რიცხვში ჭარბობენ ძირითადად სიმპტომიანი პაციენტები და კონტაქტში მყოფი ადამიანები, სადაც ყველაზე მაღალია გადადების მაჩვენებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით სერგეენკო-სახელმწიფოს ვალია მონიტორინგი გაუწიოს სამედიცინო სერვისების ხარისხს და ხარჯთეფექტურობას
Next post ელენე ხოშტარია – საერთაშორისო პარტნიორებმა, განსაკუთრებით ელჩებმა არაერთხელ ისაუბრეს, რომ არჩევნები ძალადობის და მოსყიდვების გარეშე უნდა ჩატარდეს