ელენე ხოშტარია – საერთაშორისო პარტნიორებმა, განსაკუთრებით ელჩებმა არაერთხელ ისაუბრეს, რომ არჩევნები ძალადობის და მოსყიდვების გარეშე უნდა ჩატარდეს
წინასაარჩევნო პერიოდში კელი დეგნანის განცხადება „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზულ გაფრთხილებად უნდა აღიქვას, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას მარნეულის ინციდენტებთან დაკავშირებით.
ხოშტარიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ელჩები აქტიურად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ძალადობის გარეშე უნდა ჩატარდეს.
„ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, განსაკუთრებით ელჩებმა, არაერთხელ ისაუბრეს, რომ არჩევნები ძალადობის და მოსყიდვების გარეშე უნდა ჩატარდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი აქტიურად აფიქსირებენ ამ პოზიციებს. საბოლოო ჯამში, საარჩევნო გარემოს გავლენა ექნება იმაზე, რამდენად აღიარებული იქნება ეს არჩევნები. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრებს სრული ინფორმაცია აქვთ, იმაზე რაც ხდება. წინასაარჩევნო პერიოდში ეს განცხადება „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზულ გაფრთხილებად უნდა აღიქვას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, თითოეულმა პარტიამ თავის მხარდამჭერებს მკაფიოდ უნდა აუხსნას, რომ ძალადობა და დაშინება მიუღებელია.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
დავით ევგენიძე – მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერავინ გახდება ჩვენი ბატონი, ვართ ჩვენი მრწამსის, რელიგიის მატარებლები, მადლობა, რომ ქართველი ვარ
მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერასდროს ვერავინ ვერ გახდება ჩვენი ბატონი, – ამის შესახებ კომპოზიტორმა დავით ევგენიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „რანინა“...
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...
გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს...
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები
„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ - ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე...