Daily Archives: სექტემბერი 16, 2020

დავით ზალკალიანი – დიდ მადლობას ვუხდი აშშ-ს და პირადად სახელმწიფო მდივანს იმ მაღალი შეფასებისთვის, რასაც გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების მიმართ

მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს და პირადად სახელმწიფო მდივანს იმ მაღალი შეფასებისთვის, რასაც გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის მიმართ – უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი, დემოკრატიული და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს. როგორც ზალკალიანი აცხადებს, მოხარულია, რომ სტრატეგიული პარტნიორი დადებითად აფასებს იმ ნაბიჯებს, რომლებიც მთავრობამ გადადგა საერთაშორისო დამკვირვებლების მობილიზების მიზნით. ...

დაწვრილებით »

„გაუშენებია კიევში ვაზი და იმას მიხედოს, კახელებს თავი დაგვანებოს“ – კახელი მევენახეები სააკაშვილის მიმართვაზე

კახელი მევენახეები ირონიულად უყურებენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებას სოციალური ქსელებით, რომ „შეინახონ სერტიფიკატები და როდესაც ის გახდება მთავრობის მეთაური, ჩაბარებულ ყურძენში დამატებით გადაუხდის კიდევ 80 თეთრს“ „უკვე გვეცინება მაგ კაცის სიტყვებზე – რაც აქედან გაიქცა და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, იმის მერე სულ მოდის, მოცურავს, მოფრინავს საქართველოში. აქ დაბრუნებული ჯერ არ გვინახავს. ახლა ყურძენზე ფულს დაგიმატებთო, ვის უნდა დააჯეროს ნეტავ? ...

დაწვრილებით »

გოჩა ენუქიძე-ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობით, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისთვის

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურ ფაზაში ხორციელდება. დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა ცენტრალურ ქუჩებს, საზოგადოების თავშეყრის ადგილებს, ადმინისტრაციულ შენობებს, მაღაზიებისა და მომსახურების სხვა ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებს. ამავდროულად, რეგიონში შემავალ მთავარ გზებზე განთავსდა 3 ბლოკპოსტი, სადაც მუნიციპალიტეტის მერიებისა და პოლიციის თანამშრომლების ჩართულობით, ...

დაწვრილებით »

არჩილ თალაკვაძე: ევროპარლამენტის მიერ დადებითად ფასდება საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, რომელთა მიზანია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის გაძლიერება

ევროპარლამენტმა დიდი უმრავლესობით მიიღო ანგარიში ევროკავშირ-საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების და რეფორმების განხორციელებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. არჩილ თალაკვაძის თქმით, ევროპარლამენტის მიერ დადებითად ფასდება საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, რომელთა მიზანია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის გაძლიერება. „ევროპარლამენტის მიერ დადებითად ფასდება საქართველოს ...

დაწვრილებით »

მამუკა მდინარაძე – არჩევნების გადადება ფიქრადაც არ გაგვივლია, ვირუსთან თანაცხოვრება არა მხოლოდ ეკონომიკის არჩაკეტვას, არამედ არჩევნების ჩატარებასაც გულისხმობს

ოპოზიციის მხრიდან დაბრალება წამოვიდა, რომ ხელისუფლებას არჩევნების გადადება სჭირდებაო. ეს ფიქრადაც არ გაგვივლია, არჩევნების გადადების არანაირი საჭიროება არ არსებობს, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, არსებობს თუ არა არჩევნების გადადების საფრთხე. მდინარაძის განცხადებით, ვირუსთან თანაცხოვრება ეკონომიკის არჩაკეტვასთან ერთად, არჩევნების ჩატარებასაც გულისხმობს. „ძალიან კრიტიკული გაზაფხული გვქონდა. ქვეყნის მასშტაბით, დღეში 200-მდე ტესტი კეთდებოდა და მსოფლიოში სიკვდილიანობა შვიდ პროცენტზე ...

დაწვრილებით »

იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ გვერდით დავუდგებით ტრანსპორტელებს და ვიცი, რომ ისინიც ჩვენთან ერთად იზრუნებენ ქალაქზე

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. საარჩევნო პროგრამასთან ერთად შეხვედრაზე ტრანსპორტში არსებულ პრობლემებზე, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის რეგულირებაზე, საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებაზე, პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრეს. “მამაჩემი დამსახურებული ტრანსპორტელი იყო. საქართველოში ეს წოდება თითზე ჩამოსათვლელ ადამიანს აქვს. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სატრანსპორტო კომპანიას, ამიტომ ეს ...

დაწვრილებით »

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, ანგისის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბათუმში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების შეხვედრები ამომრჩევლებთან გრძელდება. მმართველი პარტიის, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, ანგისის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა. მოსახლეობასთან გამართულ ღია შეხვედრაზე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. კანდიდატებმა ამომრჩევლებს სამომავლო პრიორიტეტები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

დაწვრილებით »

გოჩა ენუქიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პედაგოგებსა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა.

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს'' ამბროლაურის, ონის,ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პედაგოგებსა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა. გოჩა ენუქიძემ, პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების დიდი წარმატებები მიულოცა, რომლებმაც ჩვენი რეგიონი კიდევ ერთხელ ასახელეს. ,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რეგიონის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განახლდა, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ უსაფრთხო და ჯანსაღი ...

დაწვრილებით »

მამუკა მდინარაძე: არჩევნების გადადების საჭიროება არ არსებობს და ბრალდება, თითქოს მმართველი გუნდი ამას აპირებს, ტყუილია

ფიქრადაც არ გაგვივლია, ეს არის ტყუილი და დაბრალება, რომ თითქოს, მმართველი გუნდი არჩევნების გადადებას ფიქრობ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკა მეორედ არ გაჩერდება, რადგან ჯანდაცვის სიტემა ახლა უფრო გამოცდილი და მომზადებულია პანდემიასთან საბრძოლველად. მამუკა მდინარაძის თქმით, კოვიდითთ სიკვდილიანობის პროცენტის შემცირება იმას არ ნიშნავს, რომ ვირუსი არაფრად მივიჩნიოთ და ერთმანეთს არ გავუფრთხილდეთ. „ძალიან კრიტიკული გაზაფხული გვქონდა. დღეში, ქვეყნის მასშტაბით ...

დაწვრილებით »

გოჩა ენუქიძემ ბოლო წლების მანძილზე რეგიონის მასშტაბით აშენებული და რეაბილიტირებული სპორტული მოედნები მოინახულა და საფეხბურთო კლუბებს საჩუქრად ბურთები და მაისურები გადასცა

ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს'' ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოჩა ენუქიძემ ფეხბურთის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, კახა ჭუმბურიძესთან ერთად, ბოლო წლების მანძილზე რეგიონის მასშტაბით აშენებული და რეაბილიტირებული სპორტული მოედნები მოინახულა და საფეხბურთო კლუბებს საჩუქრად ბურთები და მაისურები გადასცეს. გოჩა ენუქიძის განცხადებით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უმნიშვნელოვანესია ამ სფეროს წარმატებული მომავლისთვის, ამიტომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა რეგიონში, სპორტული ...

დაწვრილებით »