გიორგი ხოჯევანიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

Read Time:41 Second

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ,,ქართული ოცნების“ გორისა და კასპის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი ატენისა და
ბოშურის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების მოსახლეობას
შეხვდა. კანდიდატმა ადგილობრივებს მისი სამოქმედო გეგმა და ინიციატივები
გააცნო. შეკრებილებმა, თავის მხრივ, სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და
პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
,,თითოეულ სოფელში ვიზიტისას მოსახლეობასთან ერთად ვახდენთ
პრობლემების იდენტიფიცირებას, მათი ჩართულობით და თანამონაწილეობით
ბევრად უფრო ეფექტურად და ოპერატიულად ვგეგმავთ სხვადასხვა საკითხის
გადაჭრის გზებს. ამასთან ერთად, ვაცნობ დაგეგმილი პროექტების თუ გეგმების
შესახებ ინფორმაციას.“ – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ატენში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები
ხორციელდება. კერძოდ, მიმდინარეობს ხიდისთავი-ატენის დამაკავშირებელი
გზის სრული რეაბილიტაცია, ატენის სიონის მიმდებარედ კი ტურისტული
ინფრასტრუქტურა მოეწყობა. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი
ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის
ღირებულება 1.2 მილიონ ლარს აღემატება. პროექტი მოიცავს არსებული გზების
რეაბილიტაციას, საფეხმავლო დამაკავშირებელი ბილიკის და პარკირების
მოწყობას. გარდა ინფრასტრუქტურისა, ხეობაში კულტურული და ისტორიული
ძეგლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლებიც ,,ქართუ“ ფონდის
ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე ტიკარაძე: აჭარის კლინიკებში იზრდება საწოლების რაოდენობა, რათა მოხდეს კოვიდინფიცირებული პაციენტების ნაკადების უწყვეტი მართვა
Next post გოჩა ენუქიძემ ბოლო წლების მანძილზე რეგიონის მასშტაბით აშენებული და რეაბილიტირებული სპორტული მოედნები მოინახულა და საფეხბურთო კლუბებს საჩუქრად ბურთები და მაისურები გადასცა