მამუკა მდინარაძე: არჩევნების გადადების საჭიროება არ არსებობს და ბრალდება, თითქოს მმართველი გუნდი ამას აპირებს, ტყუილია
ფიქრადაც არ გაგვივლია, ეს არის ტყუილი და დაბრალება, რომ თითქოს, მმართველი გუნდი არჩევნების გადადებას ფიქრობ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკა მეორედ არ გაჩერდება, რადგან ჯანდაცვის სიტემა ახლა უფრო გამოცდილი და მომზადებულია პანდემიასთან საბრძოლველად. მამუკა მდინარაძის თქმით, კოვიდითთ სიკვდილიანობის პროცენტის შემცირება იმას არ ნიშნავს, რომ ვირუსი არაფრად მივიჩნიოთ და ერთმანეთს არ გავუფრთხილდეთ.
„ძალიან კრიტიკული გაზაფხული გვქონდა. დღეში, ქვეყნის მასშტაბით 200 ტესტამდე კეთდებოდა და მსოფლიოში სიკვდილიანობა შვიდ პროცენტზე იყო. იყო ქვეყნები, სადაც 10-15 პროცენტამდე იყო. ჩვენ ყველაზე კრიტიკული მომენტი გადავლახეთ. მსოფლიოს მიდგომა, რომ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ, სწორი მიდგომაა, რადგან ჩაკეტვა და უმკაცრესი ღონისძიებები, რაც გამართლებული იყო და რისი შედეგიც ვნახეთ პირველ ეტაპზე, გამართლებული არ არის და მსოფლიოც ასე იქცევა. არჩევნების საკითხსაც ასე უნდა მივყვეთ – არჩევნებიც უნდა ჩავატაროთ, ეკონომიკაც არ უნდა გავაჩეროთ, რადგან ამისი აუცილებლობა არ არის, მაგრამ ამავე დროს, სიკვდილიანობის პროცენტის ასე შემცირება იმას არ ნიშნავს, რომ ვირუსი არაფრად მივიჩნიოთ და ერთმანეთს არ გავუფრთხილდეთ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, შეიძლება, ეს მდგომარეობა ერთი წელი იყოს და ეკონომიკას ვერავინ გააჩერებს. პირველ ეტაპზე, როცა ვირუსს არ იცნობდნენ, ჯანდაცვის სისტემა ასეთი მომზადებული არ იყო, მაშინ საჭირო იყო ის ღონისძიებები, რამაც შედეგი მოიტანა, მაგრამ დღეს ამის აუცილებლობა არ არის, ვირუსს ერთად უნდა ვებრძოლოთ. სხვათა შორის, ოპოზიციის მხრიდან ბრალდება წამოვიდა, რომ ხელისუფლებას სჭირდება არჩევნების გადადებაო. ფიქრადაც არ გაგვივლია, ეს არის ტყუილი და დაბრალება, რომ თითქოს, მმართველი გუნდი არჩევნების გადადებას ფიქრობს. არანაირი საჭიროება გადადების არ არსებობს, რადგან ვირუსთან თანაცხოვრება არა მხოლოდ ეკონომიკის არჩაკეტვას, არამედ არჩევნების ჩატარებასაც გულისხმობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...