Daily Archives: სექტემბერი 11, 2020

ირაკლი ჩიქოვანი: გიგა ოთხოზორია არის მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო

,,გიგა ოთხოზორია ოკუპაციის მსხვერპლია, ის არის გმირი და მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო. ძალიან ნიჭიერი შვილები ყავს ქეთი და აკაკი, რთულია ანუგეშო დედა, ქალბატონი ჯულიეტა და მეუღლე ნინო“ – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. ირაკლი ჩიქოვანი გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს დღეს სტუმრობდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დღესვე ოთხოზორიების საცხოვრებელ უბანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და საკუთარი გეგმები ...

დაწვრილებით »

ირაკლი ჩიქოვანი სოფელ კახათში ადგილობრივებს შეხვდა

,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა  დღეს შეხვედრა სოფელ კახათში გამართა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახათის სკოლის მოსწავლეების წარმატებაზე ისაუბრა, მისი თქმით ამ სკოლის ბავშვები განსაკუთრებულ წარმატებებს აღწევენ, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, რაც  მასწავლებლების და სკოლის დირექტორის დამსახურებაა. ,,სოფელი გაზიფიცირებულია, სკოლაში მოწესრიგებულია სველი წერტილები. გასულ წელს კახათში ახალი ამბულატორია ავაშენეთ,  რითიც მოქალაქეებს წლების პრობლემა მოუგვარდათ. ...

დაწვრილებით »

ირაკლი ჩიქოვანი 11 სექტემბრის ტერაქტს ეხმაურება

19 წელი გავიდა  2001 წლის 11 სექტემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი უსასტიკესი ტერაქტიდან, რომელსაც  ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი გამოეხმაურა. ,,შეუძლებელია დრომ შეამციროს იმ ადამიანური დანაკარგისა და ზიანის მასშტაბი, რომელიც ჩვენ განვიცადეთ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მსოფლიოსთვის რთულ დღეს,  2001 წლის 11 სექტემბერს. 19 წლის წინ,  უსასტიკესმა ტერაქტმა შეგვძრა თითოეული ჩვენგანი ისევე, როგორც ყოველი ამერიკელი. ამ ტერატქმა ...

დაწვრილებით »

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ხედვა, რომელიც მაქსიმალურად წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკისა და სოციალური პოლიტიკის განხორციელების საშუალებას მოგვცემს

  „ჩვენთვის ეკონომიკა, ადამიანების სოციალური მდგომარეობა მთავარი გამოწვევაა. რა თქმა, უნდა წლები სჭირდება იმას, რომ საბოლოოდ გავანულოთ სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში,“- განაცხადა „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ “იმედის“ ეთერში. მისი ინფორმაციით, სიღარიბის მაჩვენებლის სტატისტიკა 2012 წელს იყო 30%, 2019 წლის მონაცემებით- 19, 5%. „თუმცა ესეც არის ძალიან მძიმე ციფრი, გამომდინარე იქედან, რომ მოსახლეობის 19, 5 % ნიშნავს 700 ...

დაწვრილებით »

სასწავლო დაწესებულებები, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვთ სასწავლო პროცესი, დისტანციური სწავლების ფორმატზე უნდა გადავიდნენ

სასწავლო დაწესებულებები, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვთ სასწავლო პროცესი, დისტანციური სწავლების ფორმატზე უნდა გადავიდნენ, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ ჩამოთვლილი ქალაქების გარდა, დარჩენილ მუნიციპალიტეტებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს დაიწყება. „პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დისტანციური ფორმატით, 1-ლი ...

დაწვრილებით »

არჩილ თალაკვაძე: აშშ-ის მთავრობის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წლის ივნისში პოლიციამ დემონსტრანტები კანონიერი ძალის გამოყენებით შეაჩერა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ნათქვამია, რომ ქუჩის საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოში ხშირი არ არის, ხოლო 2019 წლის ივნისში, როდესაც დემონსტრანტების მიერ განხორციელდა პარლამენტში შეჭრის მცდელობა, პოლიციამ კანონიერი ძალის გამოყენებით შეაჩერა დემონსტრანტები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშ ხაზგასმულია აშშ-ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ...

დაწვრილებით »

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებს, „ვითომდა საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია“

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა მკაფიო პასუხი გასცა იმ სპეკულაციებს და ბრალდებებს, „ვითომდა საქართველოში უცხოური ინვესტიციები საფრთხეშია და ხელისუფლება ხელს უშლის თითქოს ბიზნესის განვითარებას“. როგორც თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ანგარიშში ბიზნესგარემო საქართველოში დადებითად და საიმედოდ ფასდება. მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოს საკანონმდებლო, მარეგულირებელი და საზედამხედველო სისტემა ფუნქციონირებს გამჭირვალედ და საერთაშორისო ნორმების დაცვით. ...

დაწვრილებით »

იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენი გუნდის მიზანია მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შპს “ალუტექ ჯორჯიას“ თანამშრომლებს შეხვდა და საწარმო დაათვალიერა. ქარხანა მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით აშენდა და რამდენიმე თვეა, წარმატებით მუშაობს. “ალუტექ ჯორჯიას” საამქრო აღჭურვილია ულტრათანამედროვე დანადგარებით, რომელიც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს. “ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი საწარმოების გახსნა. საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, ...

დაწვრილებით »

ნათია თურნავა – ჩვენ წარვადგინეთ გამარჯვებაზე ორიენტირებული მომავლის გუნდი

  „ჩვენ წარვადგინეთ მომავლის გუნდი – ეს არის გამარჯვებაზე ორიენტირებული გუნდი, ეს არის გუნდი, რომელიც აჩვენებს არაჩვეულებრივ, ოპტიმალურ ნაზავს გამოცდილების, უკვე მიღწეული წარმატების და მომავლის ხედვის“, – ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო სიის პირველ ოცეულს. ნათია თურნავას თქმით, მართალია, საარჩევნო სიაში პოლიტიკისთვის ბევრი ახალი სახეა, თუმცა, ესენი არიან ადამიანები, ვინც უკვე თქვა ...

დაწვრილებით »

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რატომ გადაიდო თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განმარტა, თუ რატომ გადაიდო სწავლა საქართველოს სკოლების ნაწილში. „სწავლა მხოლოდ დიდ ქალაქებში გადავადდება, რადგან დიდ ქალაქებში ადამიანების მობილობა არის ბევრად მაღალი და ასევე, აქ გვაქვს საშუალება, ინტერნეტიზაციიდან გამომდინარე, რომ სწავლა დაიწყოს ჰიბრიდული მეთოდით და შესაბამისად, არ შეფერხდეს სწავლის პროცესი“ – განაცხადა მინისტრმა. თბილისსა და მსხვილ ქალაქებში, გორში, რუსთავში, ...

დაწვრილებით »