ირაკლი ჩიქოვანი სოფელ კახათში ადგილობრივებს შეხვდა

Read Time:30 Second

,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა  დღეს შეხვედრა სოფელ კახათში გამართა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახათის სკოლის მოსწავლეების წარმატებაზე ისაუბრა, მისი თქმით ამ სკოლის ბავშვები განსაკუთრებულ წარმატებებს აღწევენ, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, რაც  მასწავლებლების და სკოლის დირექტორის დამსახურებაა.

,,სოფელი გაზიფიცირებულია, სკოლაში მოწესრიგებულია სველი წერტილები. გასულ წელს კახათში ახალი ამბულატორია ავაშენეთ,  რითიც მოქალაქეებს წლების პრობლემა მოუგვარდათ. გვაქვს შიდა გზების საჭიროება, თუმცა ამაზეც ვმუშაობთ. საგუგუჩიოს გზის საკითხი გადაწყვეტილია და წელსვე ვიწყებთ“-აღნიშნა  ირაკლი ჩიქოვანმა.

შეხვედრას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი 11 სექტემბრის ტერაქტს ეხმაურება
Next post ირაკლი ჩიქოვანი: გიგა ოთხოზორია არის მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო