საქართველოს რამდენიმე ქალაქში სწავლის დაწყება გადაიდო

Read Time:28 Second

საქართველოს რამდენიმე ქალაქში სწავლის დაწყება გადაიდო. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერმა განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება საჭიროა იმისთვის, რომ დღევანდელი რისკები სწორად შევაფასოთ.

„ორი კვირით, ისევე როგორც ბათუმში სასწავლო პროცესი გადაიდება პირველ ოქტომბრამდე. ოღონდ მსხვილ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი და ფოთი. ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი – უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში დაიწყება პირველ ოქტომბერს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 შემთხვევა გამოვლინდა. 20 გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1917 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1354-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის მამა მუქარის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე დააკავეს
Next post ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რატომ გადაიდო თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი