ირაკლი ჩიქოვანი: გიგა ოთხოზორია არის მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო
,,გიგა ოთხოზორია ოკუპაციის მსხვერპლია, ის არის გმირი და მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო. ძალიან ნიჭიერი შვილები ყავს ქეთი და აკაკი, რთულია ანუგეშო დედა, ქალბატონი ჯულიეტა და მეუღლე ნინო“ – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. ირაკლი ჩიქოვანი გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს დღეს სტუმრობდა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დღესვე ოთხოზორიების საცხოვრებელ უბანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და საკუთარი გეგმები გააცნო.
,,ზუგდიდს, წლის ბოლომდე, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა და 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება, რაც ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი დიდი მიღწევაა. ხუბულავას ქუჩაზე უკვე სრულდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები. ზუგდიდს თანამედროვე სტანდარტების წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ექნება, რომელიც, ეკოლოგიის კუთხით, ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, ზუგდიდის ტურისტულ პოტენციალზეც ვისაუბრეთ. ჩემი ერთ-ერთი ამოცანა ეკატერინესეული სასახლის სრული რეაბილიტაცია და კომპლექსის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანაა, ამ მიზანს თქვენთან ერთად აუცილებლად მივაღწევ“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...