Daily Archives: სექტემბერი 10, 2020

ნათია თურნავა – „ქართული ოცნების“ წარდგენილ ოცეულში კარგად არის შეზავებული გამოცდილება, წარსული წარმატება, მოსახლეობაზე ზრუნვით გაკეთებული საქმეები და ახალგაზრდული ენერგია

  „ქართული ოცნების“ სიის პირველი ოცეული ძალიან მაგარი შემადგენლობაა, სადაც ერთმანეთთან კარგად არის შეზავებული გამოცდილება, ეფექტურობა, წარსული წარმატება, მოსახლეობაზე ზრუნვით უკვე გაკეთებული საქმეები და ეფექტური გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი სიის პირველი ოცეულის შეფასებისას განაცხადა. „ასევე ახალგაზრდა სახეები, ახალგაზრდა ენთუზიაზმი და ენერგია. ეს მართლაც არის წარმატების ფორმულა, გამარჯვების გარანტი. ძალიან ...

დაწვრილებით »

ბიძინა ივანიშვილი – ჩვენი პარტია კვლავაც თავდაუზოგავად იმუშავებს, რომ შევინარჩუნოთ მიღწეული და ვიზრუნოთ წინსვლაზე, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი თითოეული თქვენგანი იყოს უკეთ, ვიდრე გუშინ იყო

  “მადლობა ყველას ნდობისთცის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი და ვგრძნობ ახლაც. მინდა იცოდეთ, რომ მე და ჩემი გუნდი ამ ნდობას ვაფასებთ და ძალიან ვუფრთხილდებით. სწორედ ეს ნდობა და მხარდაჭერა გვიმტკიცებს რწმენას, რომ ჩვენ ჩვენ თქვენთან ერთად წავიყვანთ ქვეყანას წინ, განვითარებისკენ და წარმატებისკენ. თითოეული ოჯახის კეთილდღეობისკენ. “ქართულ ოცნებას” აქვს ამის ნება და რესურსი. ამ პარტიის შექმის იდეაც სწორედ ეს იყო ...

დაწვრილებით »

„ქართულმა ოცნებამ“  საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო სიის პირველი ოცეული ცნობილია. პარტიის სიის პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება. სიის მეორე ნომერი მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. #3 – ირაკლი კობახიძე იქნება. #4 – იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი; #5- საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე; #6 – კახა კუჭავა; #7 – გიორგი კახიანი; #8 – მარიამ ქვრივიშვილი; #9 – მიხეილ სარჯველაძე; #10 – მაია ბითაძე; #11 – ...

დაწვრილებით »

გადაწყდა – საქართველო რვა ერში ითამაშებს

საქართველოს რაგბის კავშირმა გამოაქვეყნა მეტად სასიამოვნო ინფორმაცია – ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნოემბერში საქართველოს ნაკრები 8 ერის გათამაშებაში ჩაერთვება: „სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას – დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში, სადაც პატივი ექნება ეთამაშოს მსოფლიო რაგბის ისეთ გრანდებს, როგორიცაა ინგლისი, ირლანდია, ...

დაწვრილებით »

ზაალ ანჯაფარიძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ 20 ივნისს ადგილი ჰქონდა პარლამენტში შეჭრის მცდელობას და რომ პოლიციამ კანონიერი ძალა გამოიყენა

,,გაიგეთ, ვისაც ეს ეხება – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც თავის ანგარიშებში ეყრდნობა ფაქტოლოგიას და არა ემოციებს, ამბობს რომ 20 ივნისს ადგილი ჰქონდა პარლამენტში შეჭრის მცდელობას და რომ პოლიციამ კანონიერი ძალა გამოიყენა”, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე. მისი თქმით, ვეღარ გამოვა ამ თემით წინასაარჩევნოდ სპეკულაცია. ,,ასე ხდება ყველა თვითკმარ სახელმწიფოში. კი ცდილობდით მთელი ამ ხნის განმავლობაში დასავლეთში სამიზნე აუდიტორიის ...

დაწვრილებით »

გოჩა ენუქიძე-უწყვეტ კომუნიკაციაში ვართ ადგილობრივ და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ვხელვმძღვანელობთ ეპიდემიოლოგებისა და სამართალდამცავი უწყებების მითითებებით

ცაგერის მუნიციპალიტეტში, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ორბელსა და ლაჯანაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა. ამასთან, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში ...

დაწვრილებით »

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანაშრომელს, მათ შორის დირექტორსა და მის მოადგილეს, კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანაშრომელს, მათ შორის დირექტორს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა. პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ინფორმაციას ადასტურებს სკოლის დირექტორის მოადგილე ნათია ხაზარაძე. მისი თქმით, თანამშრომლების ნაწილი ამ დროისთვის სკოლაში იმყოფება და სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ელოდება. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არავის აქვს.

დაწვრილებით »

არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტებს მიმართავს, მხარი დაუჭირონ საპარლამენტო არჩევნებში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის მონაწილეობას

მსურს, კიდევ ერთხელ გთხოვოთ საქართველოს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის მონაწილეობის მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი. „დაგეგმილ არჩევნებში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ჩართულობა იქნებოდა საქართველოსადმი მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა, ევროკავშირ-საქართველოს შორის არსებული შესანიშნავი პარტნიორული ურთიერთობების ხაზგასმა და ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე ...

დაწვრილებით »

შალვა კერესელიძე: საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია ჩვენი გუნდის ერთერთი მნიშნელოვანი პრიორიტეტია

საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია ჩვენი გუნდის ერთერთი მნიშნელოვანი პრიორიტეტია. მომდევნო წლებში,  რეგიონში მდებარე  ბაღების ინფრასტრუქტურული პრობლემები სრულად მოგვარდება,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  შალვა კერესელიძემ დუშეთში, საბავშვო ბაღის აღმზრდელებთან  და თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა. კერესელიძის თქმით,  დუშეთში არსებულ სამ საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია უტარდება და პარალელურად  ორი ბაღი შენდება. სააღმზრდელო დაწესებულების წარმომადგენლები ...

დაწვრილებით »

მოგესალმებით, გიგზავნით ინფორმაციას ,, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის აქტივობის შსახებ. გთხოვთ, განათავსოთ თქვენს გვერდებზე.

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს,, მესტიის, ცაგერის, ლენტეხის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სკოლის პედაგოგებს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ფერმერული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. ,,შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და აღჭურვა ტექნიკით მთავარი ნაბიჯია ამ სფეროების წარმატებისკენ, ამიტომ ამ მიმართულებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა: ▶რეაბილიტირდა 7 საჯარო სკოლა. ▶მოეწყო 14 სპორტული მოედანი ...

დაწვრილებით »