გოჩა ენუქიძე-უწყვეტ კომუნიკაციაში ვართ ადგილობრივ და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ვხელვმძღვანელობთ ეპიდემიოლოგებისა და სამართალდამცავი უწყებების მითითებებით

Read Time:39 Second

ცაგერის მუნიციპალიტეტში, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე,
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა
აქტიური მონიტორინგის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ორბელსა და
ლაჯანაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით პოლიციის
სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.
ამასთან, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ
წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ორბელსა და ლაჯანაში შემსვლელ და
გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე ჩაუტარდება პირველადი თერმოსკრინინგი და
ტესტირება. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
თანამშრომლებთან ერთად, აღნიშნულ დასახლებებში შემსვლელი და გამომსვლელი
მოქალაქეების სავალდებულო თერმოსკრინინგს და ტესტირების პროცესს აქტიურ
რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში გაუწევს მონიტორინგს.
,,უწყვეტ კომუნიკაციაში ვართ ადგილობრივ და ცენტრალური ხელისუფლების
წარმომადგენლებთან და ვხელვმძღვანელობთ ეპიდემიოლოგებისა და
სამართალდამცავი უწყებების მითითებებით“-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
შეგახსენებთ, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ ეტაპისთვის
კორონავირუსის 12 შემთხვევაა დადასტურებული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანაშრომელს, მათ შორის დირექტორსა და მის მოადგილეს, კორონავირუსი დაუდასტურდა
Next post ზაალ ანჯაფარიძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ 20 ივნისს ადგილი ჰქონდა პარლამენტში შეჭრის მცდელობას და რომ პოლიციამ კანონიერი ძალა გამოიყენა