გიორგი გახარია: როგორც ვვარაუდობდით, მეორე ტალღა იწყება

Read Time:1 Minute, 34 Second
ბოლო დღეების განმავლობაში, აშკარად ფიქსირდება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა. 57 შემთხვევა, რომელიც გვაქვს დღეს და გუშინ გვქონდა 44 შემთხვევა, პირდაპირ მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ნელ-ნელა იცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
მან ხაზი გაუსვა, რომ სიტუაცია არის სრულად კონტროლის ქვეშ და პანიკისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
 
„როგორც ჩვენ ვვარაუდობდით მეორე ტალღას, ფაქტობრივად, ეს პროცესი იწყება. ჩვენ ვვარაუდობდით შემოდგომას და შემოდგომაზე ეს პროცესი იწყება. მთავარია, რომ პანიკისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს, იმიტომ, რომ სრულად ვმართავთ სიტუაციას და სიტუაცია არის კონტროლის ქვეშ. მოგეხსენებათ, რომ ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან, საქართველოს მთავრობამ დროულად და სწრაფად გადადგა ნაბიჯები და ამ ნაბიჯების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ვირუსის გავრცელების რისკების მართვა, ისევე, როგორც სოციალურ-ეკონომიკური და თუნდაც პოლიტიკური ცხოვრების ადაპტაცია ერთობლივად, ვირუსის მართვის პირობებში. მაგალითისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ ეპიდემიის დაწყებიდან პირველ დღეებში ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დღეში აკეთებდა დაახლოებით 150 PCR ტესტს. დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სისტემას შეუძლია, საშუალოდ, გააკეთოს 6-7 ათასი ტესტი და სულ მალე შესაძლებელი იქნება 10 000 ტესტის გაკეთება. სიტუაცია არის სრულად კონტროლის ქვეშ და პანიკისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს, თუმცა იმისთვის, რომ შესრულდეს სტრატეგია, რომელიც ჩვენ პირველი დღიდან ავირჩიეთ – სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ინფიცირებული ადამიანის სწრაფად, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება – ამისთვის მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება, რომლებიც არ წარმოადგენს ადამიანის საბაზისო მოთხოვნებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
 
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1830 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1334-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
 
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
 
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ გაბუნია: კორონავირუსის დღევანდელი შედეგი რეკორდულია – გარკვეულწილად გადავდივართ ახალ ეტაპზე
Next post ნათია თურნავა: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიდი შემზღუდავი ზომები კვლავ საჭირო არ გახდეს