ზაალ ანჯაფარიძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ 20 ივნისს ადგილი ჰქონდა პარლამენტში შეჭრის მცდელობას და რომ პოლიციამ კანონიერი ძალა გამოიყენა

Read Time:38 Second

,,გაიგეთ, ვისაც ეს ეხება – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც თავის ანგარიშებში ეყრდნობა ფაქტოლოგიას და არა ემოციებს, ამბობს რომ 20 ივნისს ადგილი ჰქონდა პარლამენტში შეჭრის მცდელობას და რომ პოლიციამ კანონიერი ძალა გამოიყენა”, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

მისი თქმით, ვეღარ გამოვა ამ თემით წინასაარჩევნოდ სპეკულაცია.

,,ასე ხდება ყველა თვითკმარ სახელმწიფოში. კი ცდილობდით მთელი ამ ხნის განმავლობაში დასავლეთში სამიზნე აუდიტორიის ემოციებზე გეთამაშათ, მაგრამ ეფექტი ხანმოკლე აღმოჩნდა. იცით რატომ? ვერასოდეს მიხვდებით. იმიტომ, რომ დამოუკიდებელ და თავისუფლება მიცემულ მედიას საშუალება ჰქონდა, უწყვეტ რეჟიმში აესახა მოვლენები, და ხალხმა საკუთარი თვალით ნახა, რა, როგორ, რატომ და როდის ხდებოდა და ვის მიერ. აწი ვეღარ გამოვა ამ თემით წინასაარჩევნოდ სპეკულაცია“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ წინა მთავრობის დროს ადგილი ჰქონდა ქონების გადაცემის შემთხვევებს, რომლებიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ ხდებოდა იძულებითი წესით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოჩა ენუქიძე-უწყვეტ კომუნიკაციაში ვართ ადგილობრივ და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ვხელვმძღვანელობთ ეპიდემიოლოგებისა და სამართალდამცავი უწყებების მითითებებით
Next post გადაწყდა – საქართველო რვა ერში ითამაშებს