Daily Archives: სექტემბერი 7, 2020

გოჩა ენუქიძე ცაგერის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და სპორტის წარმომადგენლებს შეხვდა

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ცაგერის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და სპორტის წარმომადგენლებს შეხვდა.გოჩა ენუქიძის განცხადებით, ცაგერის მუნიციპლიტეტში აშენდა 4 ახალი და რეაბილიტირდა 3 საბავშვო ბაღი.აშენდა მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი ქალაქ ცაგერში. მოეწყო 3 ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი და განთავსდა 14 ფიტნეს ტრენაჟორი ცაგერის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.,,შეგიწყობთ იყოთ წარმატებულები თქვენს საქმიანობაში, ჩვენი ცაგერის სიძლიერისთვის”-განაცხადა ...

დაწვრილებით »

გოჩა ენუქიძე ცაგერის მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროსა და ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს შეხვდა

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს,, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის  მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ცაგერის მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროსა და ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს შეხვდა. ,,კულტურის განვითარება, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საგანმანათლებლო სფეროსი. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში აშენდა ცაგერის ისტორიული მუზეუმის მარჯვენა ფლიგერი. რეაბილიტირდა ცაგერის სურათების გალერეა და მწვანე თეატრი. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება საწინდარი იქნება ცაგერის მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის”-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

დაწვრილებით »

იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ ერთად შევძლებთ ქუთაისი ვაქციოთ წარმატებულ ქალაქად, თითოეული თქვენგანი ამ პროცესის თანამონაწილე იქნება

ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარობის კანდიდატ  ზაზა ლომინაძესთან და გუნდის სხვა წევრებთან ერთად, წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახიანაურის უბანში მე-11 საჯარო სკოლის მიმდებარედ და ასევე, ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებ თანაქალაქელებს შეხვდა. კანდიდატმა  მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. “მერად არჩევის შემთხვევაში, ვაპირებ, ვითანამშრომლო თითოეულ მოქალაქესთან, ვისაც მიაჩნია, რომ შეუძლია ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე ქუთაისისთვის საკეთილდღეო საქმე აკეთოს და დასაბუთებულად ...

დაწვრილებით »

იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ ერთად შევძლებთ ქუთაისი ვაქციოთ წარმატებულ ქალაქად, თითოეული თქვენგანი ამ პროცესის თანამონაწილე იქნება

ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარობის კანდიდატ  ზაზა ლომინაძესთან და გუნდის სხვა წევრებთან ერთად, წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახიანაურის უბანში მე-11 საჯარო სკოლის მიმდებარედ და ასევე, ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებ თანაქალაქელებს შეხვდა. კანდიდატმა  მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. “მერად არჩევის შემთხვევაში, ვაპირებ, ვითანამშრომლო თითოეულ მოქალაქესთან, ვისაც მიაჩნია, რომ შეუძლია ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე ქუთაისისთვის საკეთილდღეო საქმე აკეთოს და დასაბუთებულად ...

დაწვრილებით »

ლომისას წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

 მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ფინანსები უკვე გამოყოფილია და ტენდერიც გამოცხადებულია.პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე მოეწყობა საპარკინგე სივრცეები,რეკრეაციული უბნები,  სველი წერტილები და დამონტაჟდება გარე განათებები. პროექტის მიმდინარეობის დროს ადგილზე ათობით ადამიანი იქნება დასაქმებული. გარდა ამისა მონასტრის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწყობა ტურისტული თვალსაზრისით ტერიტორიის პოპულარიზაციას  გაზრდის. პროექტის  განხორციელება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

დაწვრილებით »

ამირან გამყრელიძე: ჩვენ გვაქვს კოტროლირებადი და სრულად მართვადი ეპიდსიტუაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მშვიდად უნდა ვიყოთ

ჩვენ გვაქვს კოტროლირებადი და სრულად მართვადი ეპიდსიტუაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თვითდამშვიდებული უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის სტატისტიკა გააცნო.   „ჩვენ გავაანალიზეთ ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის პირველი კვირის ე.წ. ინციდენტობის მაჩვენებლები. ინციდენტობა ნიშნავს 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების ...

დაწვრილებით »

ეკატერინე ტიკარაძე: საკარანტინო პერიოდი 8 დღემდე არაერთმა ქვეყანამ შეამცირა და კვლევებზე დაყრდნობით ითვლება, რომ ეს საკმაოდ უსაფრთხოა

არაერთმა ქვეყანამ მიმართა მსგავს ღონისძიებას და კვლევებზე დაყრდნობით ითვლება, რომ ეს არის საკმაოდ უსაფრთხო, – ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საკარანტინო პერიოდის 8 დღემდე შემცირების შესახებ ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შესაბამის დადგენილებაში ცვლილება დღეს შევა. „ამ გადაწყვეტილებას ვამუშავებთ რამდენიმე კვირაა. ინიციატორი იყო ჯანდაცვის სამინისტრო. იქედან გამომდინარე, რომ არაერთმა ქვეყანამ მიმართა მსგავს ღონისძიებას და კვლევებზე დაყრდნობით ითვლება, რომ ეს არის საკმაოდ ...

დაწვრილებით »

Middle East Institute – შავი ზღვის ქვეყნები მზად არიან პოსტ-პანდემიური კლიმატიდან სარგებლის მისაღებად

  სამი მნიშვნელოვანი რეგიონის – ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის – გზაჯვარედინზე მდებარე შავი ზღვის რეგიონი შეერთებული შტატების მიერ აღიარებულია გეო-სტრატეგიული მნიშვნელობის გამო. ბოლო წლებში შავი ზღვის რეგიონი იმ ამერიკული კომპანიების რადარებშია მოხვედრილი, რომლებიც ალტერნატიულ ადგილებს ეძებენ ბიზნესის საწარმოებლად. ეს ნაწილობრივ იმით არის განპირობებული, რომ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებმა წარმატებას მიაღწიეს ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატის შექმნაში და თან მოქნილები არიან ...

დაწვრილებით »

გიორგი გახარია: არჩევნები დათქმულ დროს ჩატარდება

არჩევნები დათქმულ დროს ჩატარდება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერმა განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, არჩევნებთან დაკავშირებული პროტოკოლები უკვე შემუშავებულია. „არჩევნებთან დაკავშირებით ყველა პროტოკოლი შემუშავებულია. შეთანხმებულია როგორც ცესკოსთან, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. არანაირი პრობლემა ან შეფერხება პოლიტიკურ პროცესს, განსაკუთრებით ხმის მიცემის პროცესს, არ ექნება. ყველაფერი ჩატარდება დათქმულ თარიღებში და დემოკრატიის მაღალი ხარისხის სრული დაცვით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დაწვრილებით »

საქართველოში საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე მცირდება

საქართველოში საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე მცირდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე განმარტებით, რვადღიანი კარანტინის შემდეგ პირს ჩაუტარდება პისიარტესტირება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მეცხრე დღეს კარანტინს დატოვებს. თუმცა, მოქალაქეს ვალდებულება ექნება, განმეორებითი ტესტირება მე-12 დღეს ჩაიტაროს. თავდაპირველად საკარანტინო პერიოდი 14 დღით იყო განსაზღვრული, შემდეგაც 12 დღემდე, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი რვა დღემდე შემცირდა.

დაწვრილებით »