ირაკლი ჩიქოვანი – „ღირსეული პარტნიორი 2020“ უმნიშვნელოვანესია საქართველოს პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებისთვის

Read Time:23 Second

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში მრავალეროვნულ სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ ეხმაურება, რომელიც საქართველოში დღეს დაიწყო.

„დღეს საქართველოში მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ იწყება. უკვე მეხუთედ ვმასპინძლობთ ამ სტრატეგიული მნიშვნელობის სწავლებას. ეს სწავლება უმნიშვნელოვანესია საქართველოს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთავსებადობის ამაღლებისათვის. საქართველოს თავდაცვის ძალებმა არაერთხელ დაადასტურეს საკუთარი მაღალი პროფესიონალიზმი. მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ქვეყნებს ღირსეული პარტნიორობისთვის“, – წერს ირაკლი ჩიქოვანი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი – „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი დანაყოფების პოლიტიკური მომავალი კვლავ ნულთან ახლოს არის, თავიანთ არქიტექტორს ვერ ელევიან
Next post პირველ ოქტომბრამდე ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად ჩატარდება