იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ ერთად შევძლებთ ქუთაისი ვაქციოთ წარმატებულ ქალაქად, თითოეული თქვენგანი ამ პროცესის თანამონაწილე იქნება
ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან და გუნდის სხვა წევრებთან ერთად, წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახიანაურის უბანში მე-11 საჯარო სკოლის მიმდებარედ და ასევე, ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებ თანაქალაქელებს შეხვდა.
კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
“მერად არჩევის შემთხვევაში, ვაპირებ, ვითანამშრომლო თითოეულ მოქალაქესთან, ვისაც მიაჩნია, რომ შეუძლია ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე ქუთაისისთვის საკეთილდღეო საქმე აკეთოს და დასაბუთებულად წარმოადგინოს ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტის და გამოწვევის დაძლევის მისეული ხედვა. მიმაჩნია, რომ ქალაქი კიდევ უფრო ძვირფასი ხდება ადამიანისთვის, როცა მასაც აქვს საკუთარი წვლილი შეტანილი და თუნდაც ერთი აგური დადებული მის მშენებლობასა და განვითარებაში. წარმატებული ქუთაისი იქნება არა მხოლოდ ერთი ადამიანის – ქალაქის მერის დამსახურება, არამედ ყველასი ერთად, თითოეული ჩვენგანის, ვინც ქუთაისის ნამდვილი და გულწრფელი გულშემატკივრები ვართ“,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმათ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„ბიძინა, გამოიხედე!..“ – რა ფოტოს აქვეყნებს ვახო სანაია?
"ბიძინა, გამოიხედე - დრონის კადრი!
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...
გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს...
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები
„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ - ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე...