გიორგი გახარია: არჩევნები დათქმულ დროს ჩატარდება

Read Time:18 Second

არჩევნები დათქმულ დროს ჩატარდება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერმა განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, არჩევნებთან დაკავშირებული პროტოკოლები უკვე შემუშავებულია.

„არჩევნებთან დაკავშირებით ყველა პროტოკოლი შემუშავებულია. შეთანხმებულია როგორც ცესკოსთან, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. არანაირი პრობლემა ან შეფერხება პოლიტიკურ პროცესს, განსაკუთრებით ხმის მიცემის პროცესს, არ ექნება. ყველაფერი ჩატარდება დათქმულ თარიღებში და დემოკრატიის მაღალი ხარისხის სრული დაცვით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში საკარანტინო პერიოდი რვა დღემდე მცირდება
Next post Middle East Institute – შავი ზღვის ქვეყნები მზად არიან პოსტ-პანდემიური კლიმატიდან სარგებლის მისაღებად